რუსული Су-25 სირიაში ჩამოაგდეს - მფრინავი ტერორისტებთან ბრძოლაში დაიღუპა

წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გამოყენებით ჩამოაგდეს
Sputnik

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. რუსული თვითმფრინავი Су-25 იდლიბში დეესკალაციის ზონის შემოფრენისას ჩამოაგდეს, იუწყება РИА Новости რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

პუტინს სირიიდან რუსული სამხედროები გაჰყავს: ბრძანება ხელმოწერილია

„დეესკალაციის ზონა „იდლიბის“ შემოფრენის შესრულებისას რუსულმა თვითმფრინავმა Су-25 ავიაკატასტროფა განიცადა“, — ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ მფრინავმა გადასცა ინფორმაცია კატაპულტირების შესახებ რაიონში, რომელსაც „ჯებჰათ ან-ნუსრას“ ბოევიკები აკონტროლებენ. 

„მფრინავი ტერორისტებთან ბრძოლაში დაიღუპა“, — იუწყებიან სამინისტროში.

მიმდინარეობს რუსი მფრინავის ცხედრის დაბრუნების ღონისძიებები.