საქართველოს მოქალაქეები ტრაპიზონში ძარცვაზე დააკავეს

სასამართლომ ორივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.
Sputnik

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში საქართველოს ორი მოქალაქე ბინების ძარცვის ბრალდებით დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს მოქალაქე თურქეთში პროსტიტუციის ბრალდებით დააკავეს

გამოძიების ცნობით, რომეო ლ.-სა და ედიშერ ჯ.-ს ბრალი რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ძარცვაში ედება.

პოლიციამ დამნაშავეებს სათვალთვალო კამერების დახმარებით მიაგნო. ბრალდებულების სახლიდან ამოღებულია ნაქურდალი ნივთები — რამდენიმე ტელევიზორი, პრინტერი, ლეპტოპი და სხვა ტექნიკა.

გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე ბინაში მძარცველებმა სახურავიდან დაშვებული თოკით შეაღწიეს.

სასამართლომ ორივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.