თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. კასპში ადგილობრივი მოსახლება „ჰაიდელბერგ ცემენტის" კასპის ქარხნის მიერ ჩინელების დასაქმების წინააღმდეგია, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
მოსახლეობის ნაწილი დღეს სააკაძის ძეგლთან შეიკრიბა და ქარხნის ხელმძღვანელობას და მთავრობას ადგილობრივები და არა ჩამოყვანილი მუშების დასაქმების მოთხოვნით მიმართა.
მათი თქმით, როდესაც კასპის მოსახლეობას დასაქმების პრობლემა აქვს, დაუშვებელია ჩინეთიდან მუშების მასიური ჩამოსახლება და დასაქმება.
აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა „ქართული მარშის" წევრებმაც გამოუცხადეს და მოუწოდეს მოსახლეობას საპროტესტო აქციებს სისტემატიური ხასიათი მისცენ.