„აგარის შაქრის“ თანამშრომლები ქარხნის მუშაობის განახლებას ითხოვენ

ქარხნის მუშაობის შეწყვეტამ აგარის მოსახლეობას ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა.
Sputnik

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. კომპანია „აგარის შაქრის" პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია ქარხნის წინ მშვიდობიან აქციას მართავს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ქარელის მუნიციპალიტეტში დაბა აგარაში მდებარეობს.

დასაქმება: ქვეყნის მოსახლეობის 64% თბილისში მუშაობს

ქარხანამ მუშაობა 2017 წლის ნოემბერში რამდენიმე თვით შეწყვიტა. წარმოების შეჩერების მიზეზად, კომპანიის დირექტორმა, ალხან ალიზადემ საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულის გაძვირება დაასახელა. მისი თქმით, დაფასოებული შაქარი საქართველოში, ძირითადად, ევროპიდან შემოდის, რომელიც იაფი ღირს. ამის გამო კი, ბრაზილიიდან შემოტანილი და აგარაში დაფასოებული შაქარი თავისი ფასით ევროპიდან ექსპორტირებულს კონკურენციას ვერ უწევს.

აქციის მონაწილეები სახელმწიფოს ჩარევით ამ პრობლემის გადაწყვეტას ითხოვენ. მათი ძირითადი მოთხოვნა ქარხნის ფუნქციონირების განახლება და დასაქმებაა. 

ქარხნის მუშაობის შეწყვეტამ  აგარის მოსახლეობას ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა. საწარმოში 500 ადამიანია დასაქმებული, ძირითადად ეს ადგილობრივი მოსახლეობაა.

ბოლო 2 წელია ქარხანა პერიოდულად ჩერდება. შარშან თანამშრომლებმა 2 თვენახევრის კომპენსაცია მიიღეს, თუმცა ეს მათი თქმით, საკმარისი არაა.