თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. თბილისში, ავლაბარში წყლის ცენტრალური მილის დაზიანების გამო, 3 ოჯახი დაიტბორა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
წურწუმიას ქუჩაზე მილი დღეს, დილის 5 საათზე გასკდა.
ადგილობრივების განცხადებით, ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში პრობლემის მოგვარებას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ.
მათივე ინფორმაციით, გამგეობისა და კომპანია Georgian Water and Power-ის თანამშრომლები დატბორილ ტერიტორიაზე მხოლოდ დილით გამოჩნდნენ. ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
ისნის რაიონის გამგებლის, კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ზარალს Georgian Water and Power-ი აანაზღაურებს. მისი თქმით, ზარალის დამთვლელი კომისია ოჯახებისათვის მიყენებულ ზარალს დაითვლის, ხოლო გამგეობა ზედამხედველობას გაუწევს და საჭიროების შემთხვევაში პროცესში ჩაერთვება.