მედია: EBRD–მა ნენსკრაჰესის მშენებლობის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადადო

ნენსკრაჰესისი მშენებლობის პროექტის ღირებულება ერთი მლრდ აშშ დოლარია, საიდანაც ნაწილი EBRD–მა უნდა გაიღოს
Sputnik

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik.  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების  ბანკმა (EBRD)  ნენსკრაჰესის მშენებლობის პროექტის ფინანსურ მხარდაჭერაზე გადაწყვეტილების მიღება გადადო, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გადაწყვეტილება სესხის თაობაზე EBRD–ის დირექტორთა საბჭოს  ორი დღის წინ უნდა მიეღო, თუმცა  ამჟამად არსებული ინფორმაციით, საბჭომ საკითხის განხილვა მეოთხედ გადადო, იუწყება ტელეკომპანია. 

EBRD საქართველოს ენგურჰესის რემონტზე კიდევ 28 მილიონ ევროს გამოუყოფს

პროექტის ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარია, მათ შორის, EBRD–ის ფუნანსური მხარდაჭერა 229 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტს საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია KWater–თან ერთად ახორციელებს.

ნენსკრაჰესი, რომლის  სიმძლავრეც 280 მგვტ იქნება და რომელიც მდინარე ენგურის შენაკადზე აიგება, ყოველწლიურად 1,2 მლრდ კვტსთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ჰესის  მშენებლობა 2021 წლისთვის დამთავრდება, ენერგიის გამომუშავება კი უკვე 2019 წელს დაიწყება, აცხადებს საპარტნიორო ფონდი. ჰესის მშენებლობას მსხვილი იტალიური კომპანია Salini Impregilo ახორციელებს, რომელიც პროექტის მთავარმა ინვესტორმა KWater –მა  ტენდერის საშუალებით შეარჩია. 

ჭუბერში ნენსკრაჰესის მშენებლობა გააპროტესტეს

მშენებლობას მოწინააღმდეგეები ჰყავს. სოფელ ჭუბერის მცხოვრებლები ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან. მათი სიტყვებით, არ არის ჩატარებული შესაბამისი კვლევები და ადგილობრივი მოსახლეობა საფრთხის წინაშე დგას.

არასამთავრობო ორგანიზაციები პროექტის გადადებას მიესალმებიან.

 „მისასალმებელია პროექტი რომ გადაიდო და ძალიან კარგი იქნება,  თუ ამ პროექტის განხორციელება და განხილვა საერთოდ შეწყდება, ვინაიდან ის ზრდის საკმაოდ დიდ ფინანსურ რისკებს ქვეყნისთვის“, – განაცხადა ორგანიზაცია „ წვანე ალტერნატივის“ თავმჯდომარე დავით ჭიპაშვილმა ტელეკომპანიის ეთერში. 

მისი სიტყვებით, საქართველოს წელიწადში მოუწევს მინიმუმ102 მლნ აშშ დოლარის გადახდა იმ ელექტროენერგიისთვის, რომელიც შეიძლება საერთოდ არ სჭირდებოდეს და ეს 36 წლის განმავლობაში გაგრძელდება.