ირაკლი კობახიძე უკრაინას ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, პრემიერ-მინისტრ ვოლოდომირ გროისმანს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდება
Sputnik

თბილისი, 17 იანავრი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლატვიიდან უკრაინაში ოფოციალური ვიზიტით გაემგზავრება, ნათქვამია ქვეყნის საკანონმდებლო ორგანის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინაში ვიზიტს ფარგლებში, რომელიც ოთხშაბათს დაიწყება, პირველ შეხვედრას კობახიძე უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან, ანდრეი პარუბისთან გამართავს. შეხვედრის შემდეგ, ისინი პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა

შემდგომში გაიმართება შეხვედრები უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან, პრემიერ-მინისტრ ვოლოდომირ გროისმანთან და საგარეო საქმეთა მინისტრ პავლო კლიმკინთან.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში 19 იანვარს დასრულდება.

საქართველომ და უკრაინამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 22 ივლისს დაამყარეს. ორ ქვეყანას შორის გაფორმებულია 100-ზე მეტი შეთანხმება ორ- და მრავალმხრივ თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიმართულებებით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ სფეროებს, როგორებიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ფინანსები, ჯანდაცვა, სპორტი, კულტურა და განათლება.