საფეხბურთო სეზონი 24 თებერვალს იხსნება

საქართველოს ჩემპიონატი 2 მარტს დაიწყება
Sputnik

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. მატჩი საქართველოს სუპერთასისთვის ქვეყნის ჩემპიონ ქუთაისის „ტორპედოსა" და ქვეყნის თასის მფლობელ საჩხერის „ჩიხურას" შორის 24 თებერვალს გაიმართება, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ლიგის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საქართველოს ჩემპიონმა ფეხბურთში სეზონისწინა მზადება დაიწყო

ამ შეხვედრით, რომელიც თბილისში „დინამო არენას" სტადიონზე გაიმართება, საქართველოს 2018 წლის საფეხბურთო სეზონი იხსნება.

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს ეროვნული ლიგის მატჩებს, პირველი ტურის თამაშები 2 მარტს გაიმართება. 1 მარტს იწყება მეორე ლიგის თამაშები.

საქართველოს ჩემპიონატის ეროვნულ ლიგაში, 2018 წლის სეზონზე, 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატი შედგება ოთხი წრისგან (36 მატჩი), რომლებშიც ყველა გუნდი ერთმანეთს ორ-ორჯერ შეხვდება — შინ და გასვლით მატჩში.

საქართველოს ჩემპიონატი ნოემბრის ბოლოს დასრულდება.