თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. აზერბაიჯანიდან თურქეთისკენ მიმავალ სამგზავრო ავტობუსს რუსთავი–წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ავტობუსში დაახლოებით 50-მდე მგზავრი, ძირითადად რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
თვითმხილველების განცხადებით, ავტობუსის მძღოლმა სალონში გათბობა ჩართო, რის შემდეგაც ძლიერი დაკვამლიანება დაიწყო.
ავტობუსის დატოვება მგზავრებმა დროულად მოახერხეს.
როგორც „Sputnik–საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს, დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება და, შესაბამისად, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება არ დაწყებულა.