შეფერხებები თბილისის აეროპორტში - გაუქმდა რამდენიმე რეისი

ძლიერი ნისლის გამო ცხრა საერთაშორისო ავიარეისი გაუქმდა
Sputnik

თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. ძლიერი ნისლის გამო რამდენიმე ავიარეისი გაუქმდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თვითმფრინავს, რომელიც საქართველოდან საბერძნეთში მიფრინავდა, მეხი დაეცა

გაუქმდა სტამბოლიდან დაგეგმილი ოთხი რეისი, რომელთაგან ორი ათათურქის, ხოლო კიდევ ორი გიოქჩენის სახელობის აეროპორტიდან უნდა შესრულებულიყო.

ასევე გაუქმებულია ორი ავიარეისი თეირანიდან, თითო-თითო რეისი დუბაიდან, ურუმჩიდან და ალმატიდან.

დანარჩენი ავიარეისების შესრულების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.