თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინიტროს თანამშრომლებმა ახალციხე-ჭარალის სასაზღვრო სექტორზე შრი-ლანკისა და ბანგლადეშის რესპუბლიკების ოთხი მოქალაქე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ უცხოეთის მოქალაქეები სასაზღვრო–საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობას და ითვალისწინებს ოთხიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.