2017 წელს რეკორდული რაოდენობის ქართული ღვინოა ექსპორტირებული

მთლიანობაში - ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის, ღვინო მასალის და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები 283,8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2016 წელთან შედარებით 46%-ს მიაღწია.
Sputnik

თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 2017 წელს ექსპორტირებულია 76,7 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 54%-ით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო. 

საქართველო ჩინეთის ღვინის ფორუმზე საპატიო ქვეყნის სტატუსით მიიწვიეს

„გასულ წელს ბოლო 30 წლის მანძილზე რეკორდული რაოდენობის ღვინოა ექსპორტირებული, რაც ღვინის ინდუსტრიისა და მეღვინეობა-მევენახეობის დარგის მარეგულირებელი შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურების კოორდინირებული და ეფექტური თანამშრომლობითაა მიღწეული“- აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი — 43% (7585407 ბოთლი), რუსეთი — 76% (47778920), უკრაინა — 46%(8502554), პოლონეთი — 15% (2676440), ლატვია — 20% (1505138), ბელარუსი — 56% (1827130), აშშ — 56% (457920), გერმანია — 38% (404538), ისრაელი — 150% (213074), მონღოლეთი — 82% (168162), საფრანგეთი — 178% (99796),  აზერბაიჯანი75% (141294) და სხვა.  

ექსპორტიორიქვეყნებისპირველიხუთეული კი ასე გამოიყურება: რუსეთი (47778920 ბოთლი), უკრაინა(8502554), ჩინეთი(7585407), ყაზახეთი(3322867) და პოლონეთი(2676440).  

ადგილწარმოშობის დასახელებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ – 12,8 მლნ ბოთლი, შემდეგ მოდის „მუკუზანი“ – 4,2 მლნ, „წინანდალი“ – 3,4 მლნ,  „ახაშენი“ – 1,5 მლნ,  „ხვანჭკარა“ – 887,5 ათასი, „ტვიში“ – 308,8 ათასი ბოთლი და ა.შ.

2017 წელს, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 250-მდე კომპანიამ განახორციელა. 

საქართველოში ღვინის სექტორში ცვლილებებია მოსალოდნელი

2017 წელს ექსპორტირებული ღვინო 170 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულებისაა. 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდამ  49% შეადგინა.

ამასთან, მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 18,4 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 78%-ით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 39,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი — მატება 70%-ს აღწევს.

რაც შეეხება ჭაჭას, მსოფლიოს 23 ქვეყანაში ექსპორტირებულია 288 ათასიბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 180% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 846,3 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ 2016 წელთან შედარებით 148%-ს მიაღწია.

მთლიანობაში — ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის, ღვინო მასალის და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები 283,8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს — ზრდამ 2016 წელთან შედარებით 46%-ს მიაღწია.