ძარცვა ახალი წლის ღამეს: იტალიაში ქართველი დააკავეს

ერთმა მძარცველმა გაქცევა მოახერხა, მეორე კი დააკავეს
Sputnik

თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. ბინის ძარცვის ფაქტზე იტალიის ქალაქ რეჯო-ემილიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლობის პირველი არხი.

იტალიის პოლიციამ ქუთაისელების დანაშაულებრივი კლანის 28 წევრი დააკავა – ვიდეოკადრები

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ორმა მძარცველმა ბინაში შეაღწია და იქ აღმოჩენილი სეიფის გახსნას შეეცადა. მეზობლებმა ხმაური გაიგეს და პოლიცია გამოიძახეს.

პოლიციის თანამშრომლების გამოჩენისთანავე ერთ-ერთმა მძარცველმა გაქცევა მოახერხა. მეორემ პოლიციელებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია. შემდეგ ის დააკავეს.

იტალიური მედია ცნობით, ის 42 წლის ქართველი აღმოჩნდა, რომელიც წარსულში არაერთხელ იყო ნასამართლევი ყაჩაღობისთვის. ამჯერად მას ბინის ძარცვასა და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევაში წაუყენეს ბრალი. ინციდენტის დროს დაშავდა პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.