იქნება თუ არა ამ სეზონზე საქართველოში გრიპის ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი

© Sputnik / Seyran Baroyan ტესტირება კოვიდზე
ტესტირება კოვიდზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ჯერჯერობით ვაქცინის საკმარისი რაოდენობა არ არის, თუმცა ქვეყანა ნოემბერში გრიპის ორჯერ მეტ ვაქცინას ელოდება, ვიდრე ეს გასულ წელს იყო.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. ქვეყანა გრიპის სეზონის პიკს დეკემბერი–იანვარში ელოდება და ამ დროისათვის მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან, აცრილი უნდა იყოს. ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

კლინიკის დირექტორი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. 

ბავშვების ვაქცინაცია გრიპზე - Sputnik საქართველო
გრიპის სეზონი: ათი წესი და ორი შეხსენება მშობლებს
„მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებით, უნდა აიცრათ. გრიპის ვაქცინა მოქმედებას იწყებს შეყვანიდან ორი კვირის შემდეგ. ვაქცინაციისთვის იდეალური არის ნოემბრის დასაწყისი. გრიპის პიკს ველოდებით დეკემბერი–იანვარში, თუმცა იმ რაოდენობას, რაც შარშან იყო გრიპის კუთხით, არ ვპროგნოზირებ“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მედიკოსის თქმით, საქართველოში ჯერჯერობით ვაქცინის საკმარისი რაოდენობა არ არის, თუმცა, გასულ სეზონთან შედარებით, წელს A და B ტიპის გრიპის ორჯერ მეტი ვაქცინა შემოვა, რომელსაც ქვეყანა ნოემბერში ელოდება.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
რომელი სეზონური ვირუსები ცირკულირებს ამ ეტაპზე საქართველოში: გამყრელიძის განმარტება

ივანე ჩხაიძის თქმით, წელს სახელმწიფოს მიერ ჯამში სულ 300 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანაა განსაზღვრული. საუბარია სამ- და ოთხკომპონენტიან ვაქცინაზე, რომელსაც რისკ-ჯგუფში შემავალ ადამიანებს უფასოდ გაუკეთებენ.

რისკ–ჯგუფს მიეკუთვნებიან ორსულები, მოხუცებულთა და ბავშვთა სახლების ბენეფიციარები, ბაღების პედაგოგები და მომვლელი პერსონალი, აივ და C ჰეპატიტით დაავადებული პირები და ა.შ.

საქართველოში ყველაზე ხშირად B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ასევე გვხვდება A ტიპის – H3, H1 ვირუსები და რინოვირუსები.

სპეციალისტების აზრით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური სპეციფიკური საშუალება. სამეცნიერო კვლევებით დადგენილია, რომ ვაქცინაციას შეუძლია გრიპით დაავადების რისკი 60%-ით შეამციროს მოსახლეობაში გრიპის სეზონის განმავლობაში.

ყველა ახალი ამბავი
0