ყველაფერი სოლარიუმის შესახებ: ვის ეკრძალება სოლარიუმში რუჯის მიღება

CC BY 2.0 / TimOve / Love tan?კამათი იმაზე, რამდენად მავნებელია და არის თუ არა საერთოდ მავნებელი სოლარიუმი, დღესაც გრძელდება
კამათი იმაზე, რამდენად მავნებელია და არის თუ არა საერთოდ მავნებელი სოლარიუმი, დღესაც გრძელდება  - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი სოლარიუმი მეოცე საუკუნის 70-იან წლებში გაჩნდა. მაშინვე დაიწყო კამათი, მავნეა თუ არა სოლარიუმის ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე. ეს კამათი დღემდე გრძელდება.

მიუხედავად ამისა, ქალების უმრავლესობას უყვარს გარუჯვა, შესაბამისად, უარსაც არ ამბობს სასურველი კანის ფერი სწორედ სოლარიუმში მიიღოს.

ჩვენ შევეცდებით ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ იმის შესახებ, თუ რას გვიქადის სოლარიუმი, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ზიანი იყოს მინიმალური და რა დროს არის დაუშვებელია სოლარიუმში რუჯის მიღება.

პროფესიონალი კოსმეტოლოგების აზრით, როგორც მზეზე, ისე სოლარიუმში მიღებული რუჯი ეფექტურად აქრობს გამონაყარს, ხელს უწყობს ფსორიაზის, ეგზემის, ატოპიური დერმატიტისა და ნეიროდერმიტის მკურნალობას. ესთეტიკური კუთხით ბრინჯაოსფერი კანი ნაზამთრალ და უფერულ კანზე გაცილებით მიმზიდველია. ამავე დროს ულტრაიისფერი სხივები ხელს უწყობს ორგანიზმში D ვიტამინისა და სიხარულის ჰორმონის სეროტონინის გამომუშავებას.

სოლარიუმი - Sputnik საქართველო
ხელოვნური გარუჯვა, ტანორექსია და ევროპის მოწინავე ქვეყნებში აკრძალული სოლარიუმი

სოლარიუმით სარგებლობამდე უნდა შეავსოთ სპეციალური ანკეტა, სადაც წერთ პირად მონაცემებს. მთავარია არ დაწეროთ სიცრუე და არ გამოტოვოთ კითხვები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამ ანკეტის მიხედვით ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს თქვენზე მორგებული რეჟიმი, დროის ხანგრძლივობა და ა.შ.

როგორ შევარჩიოთ აპარატი.

აუცილებელია სოლარიუმის აპარატს ჰქონდეს შემდეგი ფუნქციები:

* სხივების დარეგულირების შესაძლებლობა (კანის ფოტოტიპის გათვალისწინებით)

* MP3 Surround Sound System

* გრილი ნიავის სისტემა

* ჭავლის (წყლის შესხურების) გამოშვების პერიოდული სისტემა

* პარამეტრების დარეგულირება კანის ფოტოტიპის მიხედვით

* დამოუკიდებლად კონტროლირებადი სახისა და ფეხის ნათურები

სოლარიუმით სარგებლობისას აუცილებლად უნდა დავიცვათ შემდეგი წესები:

ჰამაკი ზღვის ხედით - Sputnik საქართველო
გარუჯვა: სილამაზე ჯანმრთელობის ფასად

* უნდა გაიკეთოთ მზის ან სპეციალური დამცავი სათვალე, რადგან ულტრაიისფერი გამოსხივება მავნეა არა მარტო კანისთვის, არამედ თვალებისთვისაც. თვალის დახუჭვა საქმეს არ შველის, რადგან ეს სხივები კანში მაინც აღწევს.

*  აუცილებლად დაიფარეთ ძუძუსთავები – მათი კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა და შესაძლოა გაღიზიანდეს.

*  აუცილებლად წაისვით სოლარიუმში გარუჯვისთვის საჭირო სპეციალური კრემი ან ლოსიონი. წასმამდე კი შეამოწმეთ, მათ შემადგენლობაში შემავალ რომელიმე კომპონენტზე ალერგია ხომ არ გაქვთ.

თუმცა, სოლარიუმის სეანსები სათანადო წესების დაცვით უვნებელია მხოლოდ აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანისთვის.

სოლარიუმით სარგებლობა დაუშვებელია:

* ქრონიკული დაავადებების დროს

* ორსულობის, ლაქტაციის დროს.

* დაუშვებელია მათთვის მათთვის, ვისაც აქვს ბევრი ხალი, პიგმენტური ლაქები. ამ დროს იზრდება მელანომის განვითარების რისკი.

* მაღალი არტერიული წნევის დროს.

* გულის დაავადებათა არსებობის შემთხვევაში.

*  ასთმის დროს.

*  ნებისმიერი ონკოლოგიური დაავადების არსებობისას.

*  ქალებისთვის კრიტიკულ დღეებში.

*  შარდსასქესო დაავადებების დროს.

საშიშია თუ არა სოლარიუმი ჯანმრთელობისთვის? - Sputnik საქართველო
საშიშია თუ არა სოლარიუმი ჯანმრთელობისთვის?

*  მცირე ხნის წინ გადატანილი პლასტიკური ოპერაციის შემდეგ.

*  სეზონური მწვავე ან გამწვავებული გაციებით გამოწვეული დაავადებების დროს.

*  ნებისმიერი ენდოკრინული დაავადების, განსაკუთრებით, ფარისებრი ჯირკვლის დაავადების დროს.

* სოლარიუმი აკრძალულია ექვსი თვის განმავლობაში კანის ლაზერული გაპრიალების შემდეგ.

* ქიმიური პილინგის შემდეგ სოლარიუმი აკრძალულია ერთი თვის განმავლობაში.

* ეპილაციის შემდეგ სოლარიუმს მრავალი უსიამოვნების მოტანა შეუძლია. მაღალია დამწვრობის განვითარების რისკი, რადგან კანს მოშორებული აქვს დამცავი ფენა.

* სოლარიუმი ასევე უკუჩვენებებს იწვევს ოპერაციის შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ რუჯი მთელი ორგანიზმისთვის დამატებითი დატვირთვაა.

ყველაფრის მიუხედავად, ვიდრე სოლარიუმს მიაკითხავთ, ურიგო არ იქნება, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართოთ და გამოკვლევები ჩაიტაროთ, რათა დანამდვილებით გაიგოთ, რამდენად მავნე თუ სასარგებლოა სოლარიუმი პირადად თქვენთვის.

 

ყველა ახალი ამბავი
0