„სამეფო კარის თამაშების" ფინალი: 7 ყველაზე სარწმუნო ვერსია

© AP Photo / Chris Pizzelloსამეფო კარის თამაშები
სამეფო კარის თამაშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფიქრობთ, რომ ვინტერფელის ბრძოლის შემდეგ თეორიები სამეფო კარის თამაშების შესახებ ნელ-ნელა შემცირდებოდა? კიდევ ერთხელ დაფიქრდით ამაზე! მოგეხსენებათ, სერიალის ფანები გასაოცარი წარმოსახვის უნარით გამოირჩევიან, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა თეორია, რასაც ისინი ამბობენ, საკმაოდ გააზრებული და დამაჯერებელია.

ალბათ უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ „სამეფო კარის თამაშების“ მთავარი მიზანი არ არის ის, რომ მაყურებელს დაანახოს მაინცდამაინც ვინ დაჯდება სამეფო ტახტზე. სინამდვილეში, ის უფრო საინტერესოა, თუ რომელ პერსონაჟებს ვიხილავთ შოუში კიდევ ერთხელ და როგორ წარიმართება მათი ბედი. არ არის გამორიცხული, რომ მოცემული თეორიები სიგიჟედ ჟღერდეს, თუმცა გვენდეთ...
აქვე გაფრთხილებთ: მოცემული სტატია შეიცავს სპოილერს.


1. ჯონსა და დეინერისს კიდევ უფრო დიდი სისხლით ნათესაობა აკავშირებთ.

თუ ფიქრობთ, რომ სერიალის მე-7 სეზონში არსებული ჯონისა და დეინერისის სასიყვარული ურთიერთობა საკმარისად შოკისმომგვრელია, მაშინ ცდებით. ის ფაქტი, რომ დეინერისი ჯონ სნოუს მამიდა გამოდის, არაფერია იმასთან შედარებით, რასაც გთავაზობთ...
თეორიტიკოსების თქმით, სერიალში გვხვდება მცირე დეტალები იმის აღსანიშნავად, რომ დეინერისი და ჯონ სნოუ მჭიდროდ არიან დანათესავებული. ერთ-ერთი ვარიანტით, შესაძლოა, მოცემული პერსონაჟები ერთმანეთის ნახევარი და-ძმა იყვნენ.
ეს იდეა მომდინარეობს იქიდან, რომ დეინერისი არ არის მეფე რეიგარის და, მაგრამ მისი ერთ-ერთი შვილი ელია მარტელის შთამომავალია. ეს ამტკიცებს, რომ რაეგარის სიკვდილის შემდეგ დენი დორნესთან პოულობს თავშესაფარს, ზუსტად ისევე, როგორც ჯონი გადაიყვანეს ნედ სტარკის ფრთის ქვეშ, როგორც მისი სავარაუდო ბავშვი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჯონი და დენი ერთნაირად იზიარებენ იმავე მამას, რაეგარს, მაგრამ განსხვავებულ დედას – ლიანა სტარკს და ელიას მარტელს, რომელიც განმარტავს, რომ ისინი ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდებიან, სისხლის ურთიერთობების მიუხედავად.
ეს თეორია მიგვიყვანს ყველა სახის მოვლენების ხელახალ ინტერპრეტაცირებამდე, რაც სრულიად შეცვლის სამეფო კარის თამაშების შინაარსს. 


2. სერსეი გახდება „შეშლილი დედოფალი“.

მთელი 7 სეზონის განმავლობაში სერსეის ქცევები პირდაპირ მეტყველებდა მისი დიდი პერსპექტივების წარმოშობასა და სამეფოებზე კონტროლის არსებობაზე. ის ფაქტი, რომ სერსეიმ თეთრ მოსიარულეებთან ბრძოლაზე უარი თქვა, უკვე ნიშნავს იმას, რომ მისი ჩანაფიქრები უფრო მეტად გრანდიოზული და სასტიკია, ეს კი სერიოზული პრობლემაა. საიდუმლო არ არის ის, რომ სერსეი ყველაზე პრაგმატულ მმართველად არ ითვლება, რომელიც ვესტეროსს ისაკუთრებს, მაგრამ მისი ბოლო ქმედებები გვიჩვენებს, რომ ის მხოლოდ იმით არის დაინტერესებული, რაც თავად სურს. ერთ-ერთი ფსიქოლოგის თქმით, სერსეის პერსონაჟი ტიპური ნარცისიზმით შეპყრობილ ადამიანს განასახიერებს.
მთელი სერიალის განმავლობაში სერსეის ერთადერთი სურვილი იყო მისი შვილების დიდება, თუმცა როდესაც ახლა ყველა მათგანი მკვდარია, დედოფალსაც აღარაფერი აქვს უკან დასახევი და არც ანგარიშვალდებულია ვინმეს მიმართ... და კიდევ, არ დაგვავიწყდეს, რომ სერსეია სწორედ ის ერთადერთი, რომელსაც ველური ცეცხლი უპყრია ხელთ.


3. ჯეიმი მოკლავს სერსეის

მოგეხსენებათ, ჯეიმის კარგად აქვს ნანახი დეინერისის დრაკონები და მისთვის ისიც ცხადია, რომ ღია ბრძოლა, რომელიც ვინტერფელის წარმომადგენლებსა და სერსეის შორის განვითარდება, ზუსტადაც სერსეის საწინააღმდეგოდ შეიძლება წარიმართოს... აღსანიშნავია ისიც, რომ მოსიარულეებთან ბრძოლას ბევრი ჩრდილოეთელი შეეწირა, რაც ვინტერფელისთვის დიდი დანაკარგია, მაგრამ ეს არ ცხადყოფს სერსეის მაქსიმალურ შესაძლებლობებს. მიუხედავად იმისა, რომ, ჯეიმის თქმით, სერსეი მის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, ფანები ფიქრობენ, რომ რადგან ჯეიმი საიდუმლო შეხვედრაზე თავისი დისგან მალულად წავიდა, დროთა განმავლობაში იგი ტირიონის აზრებსაც გაიზიარებს.
თუმცა, კიდევ ერთხელ... ეს ხომ ძალიან აშკარაა? იქნებ სერსეი ზუსტადაც რომ მშობიარობის დროს იღუპება? ბოლოს და ბოლოს ის ხომ მისი ძმისგანაა ფეხმძიმედ...


4. არია აღასრულებს თავის სიას
ყველასათვის ცნობილია არიას სიის შესახებ, რომელმაც უძლიერესი მომენტები აჩუქა სამეფო კარის თამაშებს. არც ის არის ჩვენთვის უცნობი, რომ მოცემულ პერსონაჟს ოსტატური ნიჭი გააჩნია, გამოიყენოს სხვების სახეები, რათა მიზანს მიაღწიოს... მაგალითად, თუნდაც გავიხსენოთ წითელი ქორწილის შემდგომი შურისძიება. ეს მაგალითიც კი საკმარისია იმისთვის, რომ მივხვდეთ, რაზეა არია წამსვლელი.
ჩვენ უკვე ვახსენეთ ერთი ვარიანტი იმის შესახებ, რომ შესაძლოა ჯეიმიმ მოკლას სერსეი, მაგრამ... იქნებ, დიახაც რომ ჯეიმი კლავს, ოღონდ არა ნამდვილად ჯეიმის პერსონაჟი, არამედ არია, ჯეიმის სახით. საინტერესოდ ჟღერს, არა?! ამ მოქმედებით არია ორ ადამიანს უღებს ბოლოს. ალბათ გვახსოვს, როგორ მოაკვლევინა ჯოფრიმ ნედ სტარკი, რომელსაც თავად არიაც შეესწრო. სერსეის მკვლელობა კი საუკეთესო და ღირსეული შურისძიება იქნება მისთვის.

5.  ტირიონ ლანისტერი სინამდვილეში ტარგარიენია
არ გიფიქრიათ, რომ ჯონი შესაძლოა სრულიად არ აღმოჩნდეს ის საიდუმლო ტარგარიენი, რომელზეც ამდენი ხანია ვსაუბრობდით? ერთ-ერთი ვერსიით, ეს საიდუმლო ვაჟი ტირიონი შეიძლება აღმოჩნდეს. ეს თეორია მომდინარეობს იქიდან, რომ შეშლილ მეფეს, აირის ტარგარიენს  ჰქონდა შეთანხმება ტაივინ ლანისტერის მეუღლე ჯოანასთან, ანუ ტირიონის დედასთან, რაც თავისთავად ხსნის იმას, თუ რატომ ჰქონდა ამხელა ზიზღი ტაივინს მისადმი. მიუხედავად იმისა, თუ რა წერია წიგნში, შოუს სიუჟეტები ერთი ფრაზისკენ მიგვითითებს, რომელსაც თავად ტაივინი წარმოთქვამს და ამ სიტყვებით ტირიონს მიმართავს: „შენ არ ხარ ჩემი ვაჟი!“, ზუსტად მანამ, სანამ ტირიონი მას განმგმირავ ისარს ესვრის.
ჩვენ აგრეთვე გვინახავს ძლიერი კავშირები ტირიონსა და დეინერისს შორის. გასათვალისწინებელია დეინერისის მხრიდან წამოსული უდიდესი ნდობა ტირიონისადმი. რთულია ეს გამოგეპაროს მხედვალობიდან.
მეშვიდე სეზონმა მხოლოდ მცირედ მოჰფინა ნათელი ჯონის წარმომავლობას, ხოლო მერვე სეზონში უპირატესობა ტირიონს მიენიჭება, როგორც საიდუმლო ვაჟს.

6. ჯონ სნოუ შესაძლოა აღმოჩნდეს აზორ აჰაი, სინათლის მებრძოლი ან დაპირებული პრინცი
პირველ რიგში, გავიხსენოთ მელისანდრას წინასწარმეტყველება, რომელიც აღნიშნავს, რომ პრინცი, რომელსაც იგი დაჰპირდა, დრაკონის სისხლითა და კვამლით აღორძინდება მარილსა და ფერფლში.  როდესაც მელისანდრა აზორის ცეცხლში იხედება, იგი მხოლოდ თოვლს ხედავს, რაც დამთხვევა სულაც არ უნდა იყოს. გარდა ამისა, ჯონი ღამის გუშაგად აიყვანეს, რომელიც აზორ აჰაისა და ნისას წინასწარმეტყველებების თანხვედრია.
საინტერესოა გულშემატკივართა ნაკლებად პოპულარული თეორია, რომ შესაძლოა ასევე სერ დავოსი იყოს დაპირებული პრინცი.  მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა მელისანდრას პერსონაჟთან და წინასწარმეტყველების შესაბამისად იგი მარილში იშვა, ამისთვის საჭიროა გავიხსენოთ შავი წყლის ბრძოლა.

ამ თეორიამ აგრეთვე შესაძლოა ახსნას ისიც, თუ რატომ ვარაუდობდა მელისანდრა, რომ სტანისი იყო დაპირებული პრინცი ხუთი სეზონის განმავლობაში, მანამ, სანამ ისიც ბრიენამ არ მოკლა. 
შოუ უკეთებს აქცენტს ქალის სიძლიერესა და დიდ შესაძლებლობებზე, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ დაპირებული პრინცი ქალი აღმოჩნდეს. უფრო კონკრეტულად კი დეინერისი.


7. ბრანი შესაძლოა იყოს ვინტერფელის კედლის შემქმნელი Bran the Builder-ი
მათთვის, ვინც არ იცის, Bran the Builder იყო სტარკების ერთ-ერთი წარმომადგენელი უძველეს დროში, ვინც ვინტერფელის კედელი ააგო 8 000 წლის წინ. ზოგი თეორიტიკოსი მიიჩნევს, რომ სტარკების ოჯახის წვერი, სამთვალა ყორანი, ანუ ბრანი, შესაძლოა სწორეს ის წარსულის ბრანი იყოს. ამას ამტკიცებს დროში, კერძოდ კი წარსულში მოგზაურობის ფაქტი. მაშინ როგორ ავხსნით ჰოდორის სიტყვებს: Hold the door?
ბრანმა ზუსტად იცის, როდის უახლოვდება თეთრი მოსიარულე ვინტერფელს და შესაძლოა მან კედლის აშენებით აიღო პასუხისმგებლობები საკუთარ თავზე. 
„სამეფო კარის თამაშების“ დასაწყის სეზონებში და აგრეთვე წიგნში, როდესაც ბრანს ზღაპრებს უკითხავენ, პატარა ბიჭი მხოლოდ ერთ ზღაპარს გამოარჩევს და სულ მის მოყოლას სთხოვს ირგვლივ მყოფთ. და რომელია ეს?! დიახ, ისტორია Bran the Builder-ის შესახებ.

 

ღია წყაროებზე დაყრდნობით მოამზადა დავით წურწუმიამ

ყველა ახალი ამბავი
0