23:40 27 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
აქტუალური თემები
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (261)
64320

კახა კალაძე აპირებს ჟურნალ GQ-ს სათაო ოფისს მიმართოს და გაარკვიოს, თუ რატომ მოხვდა თბილისის მერი ამ სიაში.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ჟურნალ GQ-ს რუსულმა ვერსიამ 2019 წლის რუსეთის ყველაზე მოდური კაცების სიაში სამი ქართველი მამაკაცი შეიყვანა.

ყველაზე მოდურ 50 რუს მამაკაცს შორის თბილისის მერი კახა კალაძე და რეპერი ბერა ივანიშვილიც მოხვდნენ. მათ რეიტინგში წამყვანი პოზიციები დაიკვეს: ბერა ივანიშვილმა მეცხრე ადგილი, თბილისის მერმა კი – მეექვსე. მოდური მამაკაცების სიაში მოხვდა კიდევ ერთი წარმოშობით ქართველი, რუსეთში მოღვაწე მომღერალი ლევან გოროზია, იგივე L'ONE.

ლევანმა მეოცე ადგილზე ისეთ ვარსკვლავებს გაუსწრო, როგორებიც არიან დანილა კოზლოვსკი და ანდრეი მალახოვი. უფრო მეტად L'One-ს ფსევდონიმით ცნობილი მომღერალი ლეიბლ Black Star-ის სახეა. აღმოჩნდა, რომ ლევანი არა მარტო შესანიშნავად რითმავს ბწკარებს, „არამედ ნივთებსაც, რომელთა ჩაცმაც ადამიანების უმრავლესობას მოერიდებოდა".

„იმედია, რომ მალე ყველა ისწავლის არა მარტო იდაყვებით ცეკვას, არამედ ისევე ჩაცმას, როგორც ეს ვეფხვი", – წერს გამოცემა.

репер Леван Горозия - L'one
ლევან გოროზია

თავისი მოდური „მიღწევების“ გამო, გამოცემის ვერსიით, მეცხრე ადგილზე ქართველი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი ბერა ივანიშვილი გავიდა, რომელიც „ოსტატურად ირგებს სამ სხვადასხვა იმიჯს". ავტორის თქმით, ბერას შეუძლია 1960-იანი წლების პარიზელი ბიჭიც იყოს ტყავის ქურთუკითა და გრძელი კაშნეთი, მოდური რეპერიც – ღრმად იღლიაამოჭრილი მაისურით, და ქართული ტრადიციების ერთგული მამაკაციც (იხილეთ ქორწილის ფოტოები).

„რომელი იმიჯია მათგან უკეთესი, გადაჭრით თქმა შეუძლებელია – სტილისტურად ყველა სრულყოფილია", – აღნიშნულია სტატიაში.

Свадьба Беры Иванишвили и Нануки Гудавадзе
ბერა ივანიშვილი ქორწილში

თბილისის მერმა კახა კალაძემ საუკეთესო მამაკაცთა 50-კაციან სიაში საპატიო მეექვსე ადგილი დაიკავა, რაც, სავარაუდოდ, არავის გაკვირვებია, რადგან მერის დახვეწილი ჩაცმის სტილს დიდი ხანია პრესაში ხაზს უსვამენ.

გამოცემის თქმით, კალაძის ჩაცმულობა არანაკლებ ყურადღებას იმსახურებს და შუქდება, ვიდრე პოლიტიკოსის რანგში მისი გადაწყვეტილებები.

„ინსტაგრამში და პოპულარულ ტელეარხებზე რამდენიმე დღის განმავლობაში განიხილავდნენ მის ქურთუკსა და ვარდისფერ ნაქსოვ ქუდს... ჭორები თავიდანვე რომ უარვყოთ, იცოდეთ, რომ ჩვენ პიჯაკებს, ქუდს და ამ სიცილიურ ჩაცმულობას მხარს ვუჭერთ. საკუთარ თავს ჯანმრთელი ირონიის გრძნობით უნდა მიუდგე და კახამ ეს იცის“, – წერს გამოცემა თბილისის მერზე.

Мэр Тбилиси Каха Каладзе в библиотеке
კახა კალაძე

ქართულ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, თბილისის მერია აპირებს ჟურნალ GQ-ს სათაო ოფისს მიმართოს და გაარკვიოს, თუ რატომ მოხვდა თბილისის მერი 2019 წლის რუსეთის ყველაზე მოდური კაცების სიაში, რადგანაც კალაძე არასდროს ყოფილა რუსეთის მოქალაქე და მათთვის გაურკვეველია, რა პრინციპით შეირჩა ეს სია.

GQ-მ რუსეთის ყველაზედ მოდური მამაკაცის წოდება მუსიკოს ფედუკს მიანიჭა. მეორე ადგილზე ტელეწამყვანი ივან ურგანტი, მესამეზე კი მუსიკოსი სერგეი შნუროვი გავიდნენ.

GQ (Gentlemen's Quarterly) არის ყოველთვიური საერთაშორისო ჟურნალი, რომელიც 1931 წელს აშშ-ში, ნიუ-იორკში დაარსდა. ჟურნალი ძირითადად წერს კაცების მოდასა და სტილზე. თუმცა პუბლიკაციები იბეჭდება ფილმების, მუსიკის, მოგზაურობის, სპორტის, წიგნების შესახებაც.

 

თემები:
თბილისის მერია (261)

მთავარი თემები