23:40 13 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1656
  • 100 RUB4.6357
  • USD3.4271
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1999)
10810

ქუჩები რამდენიმე თვის განმავლობაში ადრე დილით მოირეცხება, რათა ტრანსპორტის მოძრაობას ხელი არ შეეშალოს.

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. თბილისის მერია ხუთშაბათიდან ცენტრალური ქუჩების მორეცხვისა და ახლად რეაბილიტირებული გზების დახაზვის სამუშაოებს დაიწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ფეისბუქის“ ვიდეოჩართვაში ისაუბრა.

„განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სისუფთავეს, სიმწვანეს, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას ქალაქში და ამ სამუშაოების წარმოება, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კალაძემ.

მერის თქმით, თბილისში ცენტრალური ქუჩების მორეცხვა, რაც რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება, ადრე დილით მოხდება, რათა ტრანსპორტის თავისუფლად მოძრაობას ხელი არ შეეშალოს.

მისივე თქმით, გარდა ამისა, უკვე ამინდიც იძლევა საშუალებას, რომ ქალაქში გზების დახაზვის სამუშაოები დაიწყოს.

„გვაქვს კონკრეტული ქუჩები, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულებულია და დახაზვა ვერ მოესწრო ზამთრის გამო. ახლა უკვე გვაქვს საშუალება, რომ დავიწყოთ ამ სამუშაოების განხორციელება“, — განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში „თბილსერვის ჯგუფს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც დაეხმარება სპეციალური ტექნიკით და ადამიანური რესურსით.

სპეციალური ტექნიკის შესასყიდად ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ტენდერში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ექსპერტებიც იქნებიან ჩართული.

თემები:
თბილისი დღეს (1999)

მთავარი თემები