თბილისში 3 ათასამდე აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა

© photo: Georgian Gas Transportation Company / FBგაზსადენის აღდგენის სამუშაოები აჭარაში
გაზსადენის აღდგენის სამუშაოები აჭარაში - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
გამოწერა
კომპანიის ინფორმაციით, ამჟამად ადგილზე ქსელის ინტენსიური აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. გაზმომარაგების მიწოდება დღის ბოლომდე სრულად აღდგება.

თბილისი, 27 აპრილი - Sputnik. თბილისში, სოფელ დიღომში ერთ-ერთი კომპანიის მიერ გაზსადენის დაზიანების გამო 3 ათასამდე  აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა, ნათქვამია კომპანია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპანიის ცნობით, გაზსადენის დაზიანების გამო ამ დროისთვის გაზი არ მიეწოდება დიდი დიღმისა და სოფელ დიღმის მიმდებარედ არსებული კერძო დასახლების ნაწილს.

ამჟამად ადგილზე  დაზიანებული გაზსადენის აღსადგენად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. გაზმომარაგების მიწოდება დღის ბოლომდე სრულად აღდგება.

ყველა ახალი ამბავი
0