21:10 05 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6780
  • 100 RUB4.2550
  • USD3.1022
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (402)
122 0 0

მეწყერსაშიშ ზონაში ჯერ სიმშვიდეა, მარამ არასასურველი ძვრები უხვმა ნალექმა და მიწისძვრამ შეიძლება გამოიწვიოს – მეწყერსაშიში ფერდის დაკვირვება და გამაგრებითი სამუშაოები გრძელდება.

თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. ვიდეომონიტორინგის მეშვეობით დავაკვირდით მაჭავარიანის ქუჩის ნაწილს და  კარგი ინფორმაცია გვაქვს - მეწყრული გადაადგილებები არ შეინიშნება, განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ, ფერდობზე არსებული მეწყრული პროცესების შესახებ საუბრისას.

თბილისის მერია გასული წლის გაზაფხულიდან მოყოლებული მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას ახორციელებს. მეწყრული პროცესების გააქტიურების შესახებ 17 მარტს გახდა ცნობილი. დედაქალაქის მერია იძულებული გახდა, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეეზღუდა.

ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის გზაზე კი მეწყრული პროცესების შეჩერება ამ დროისთვის ვერ ხერხდება. ბენდელიანის განცხადებით, მიღებულია პირველადი გადაწყვეტილება, რომ შემცირდეს მეწყერის მასის ე.წ. ტანი.

„პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს დროებითი მისასვლელი გზების მოწყობა. დღეისთვის სპეციალური მონიტორინგის სისტემა უკვე დამონტაჟებულია. ასევე, მეწყრის გადაადგილების შემცირების მიზნით, მიმდინარეობს ტერიტორიის ზედა ნაწილის ცემენტიზაცია“, - განაცხადა მერის მოადგილემ.

ბენდელიანის მტკიცებით, ამ ეტაპზე ვაშლიჯვრის ფერდობზე საშიშროება არ არსებობს, თუმცა მომავალში, თეორიულად, შეიძლება რაღაც განვითარდეს და მერია ყველა სცენარისთვის მზადაა.

გუშინ ცნობილი გახდა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის შუალედური ანგარიში, რომლის მიხედვით, ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრული პროცესების გააქტიურების ხელოვნური მიზეზი საავტომობილო გზის მშენებლობა და წყალსადენის მილების სარეაბილიტაციო სამუშაოები გახდა. კვლევის თანახმად, ფერდობის ბუნებრივი საყრდენის ძირის ხელოვნურად მოშიშვლებულმა საერთო სიღრმემ 15-20 მეტრს მიაღწია. ამას დაემატა სამშენებლო სამუშაოები და ბუნებრივი პროცესები ტექტონიკური რღვევების სახით.

კვლევის მიხედვით, მეწყერი, სავარაუდოდ, მოიცავს მაჭავარიანის ქუჩას, გელოვანი-მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელ მშენებარე გზატკეცილს, ბროწეულის და გელოვანის ქუჩებს.

თბილისის მერიამ ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრული პროცესების შესაჩერებლად პროფილაქტიკური სამუშაოები დაიწყო. ფერდობზე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებები უცხოელ სპეციალისტებთან თანამშრომლობით მიმდინარეობს. 

მაჭავარიანის ქუჩასა და მეწყრულ არეალს შორის გადის მაღალი წნევის მაგისტრალური წყალსადენის სამი მილი, რითაც მარაგდება დედაქალაქის გარკვეულ ნაწილი. პირველ რიგში, ამ არეალში ე.წ. ჩამკეტი ურდულები გაკეთდება, რათა საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ოპერატიულად მოხდეს ამ მილების წყლისგან დაცლა და ჩაკეტვა. ასევე დაწყებულია დროებითი წინაღობის მოწყობა, კეთდება კედლის ვერტიკალური საბჯენი.

თემები:
თბილისის მერია (402)

მთავარი თემები