მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული პროცესების პრევენციული სამუშაოები დაიწყო - რა კეთდება

© Sputnik / Alex Shlamovმეწყრული ზონა ვაშლიჯვარში
მეწყრული ზონა ვაშლიჯვარში - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
გამოწერა
ვაშლიჯვარი-მაჭავარიანის მეწყერსაშიშ ზონაში დაწყებულია დროებითი წინაღობის მოწყობა, იგება კედლის ვერტიკალური საბჯენი

თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. თბილისის მერიამ ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით პრევენციული სამუშაოების შესრულება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეწყრული ზონის გამაგრების სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები გრძელდება

15 მარტს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ფერდობზე 18 მეტრზე მეტი სიღრმის ნაპრალები გაჩნდა, რომელთა სიგანე ყოველდღე დაახლოებით 5 სანტიმეტრით იზრდება. გეოლოგების პროგნოზით, მიწისძვრის ან უხვი ნალექის შემთხვევაში (ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მებისმიერი ვიბრაციის გამოც) ფერდობზე ჩამოიშლება დაახლოებით 500 ტონა მიწა, რაც ამ ტერიტორიის ქვემოთ მცხოვრებ ადამიანებს საფრთხეს შეუქმნის.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე სხვადასხვა სახის პრევენციული ღონისძიება ხორციელდება.

„მაჭავარიანის ქუჩასა და მეწყრულ არეალს შორის გადის მაღალი წნევის მაგისტრალური წყალსადენის სამი მილი, რითაც მარაგდება დედაქალაქის გარკვეულ ნაწილი. პირველ რიგში, ამ არეალში ე.წ. ჩამკეტი ურდულები გაკეთდება, რათა საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ოპერატიულად მოხდეს ამ მილების წყლისგან დაცლა და ჩაკეტვა. ასევე დაწყებულია დროებითი წინაღობის მოწყობა, კეთდება კედლის ვერტიკალური საბჯენი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მეწყრულ ზონაში შექმნილი ვითარების შესწავლის პროცესში ქართველ სპეციალისტებთან ერთად გერმანელი ინჟინერ–გეოლოგების ჯგუფია ჩართული.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მერია ახორციელებს მაჭავარიანი-გელოვანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას. გარდა ამისა, მაჭავარიანის გზის გასწვრივ და ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსების აქტიური მშენებლობა მიმდინარეობს.

მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გაურკვეველი ვადით ორმხრივად შეიზღუდა.

ყველა ახალი ამბავი
0