00:23 18 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1973)
79 0 0

ტერიტორიაზე მოეწყობა დროებითი წინაღობა, ასევე დამონტაჟდება უახლესი მონიტორინგის სისტემა, რომლის საშუალებითაც მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი.

თბილისი, 30 მარტი - Sputnik. ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყერსაშიშ ზონაში ფერდის გამაგრების სამუშაოები გრძელდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

15 მარტს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ფერდობზე 18 მეტრზე მეტი სიღრმის ნაპრალები გაჩნდა, რომელთა სიგანე ყოველდღე დაახლოებით 5 სანტიმეტრით იზრდება. გეოლოგების პროგნოზით, მიწისძვრის ან უხვი ნალექის შემთხვევაში (ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მებისმიერი ვიბრაციის გამოც) ფერდობზე ჩამოიშლება დაახლოებით 500 ტონა მიწა, რაც ამ ტერიტორიის ქვემოთ მცხოვრებ ადამიანებს საფრთხეს შეუქმნის.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე მაჭავარიანის ქუჩის საგზაო მონაკვეთში, საყრდენ კედელთან უკუშევსების სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც აღნიშნულ ტერიტორიაზე დროებითი წინაღობა, კედლის ვერტიკალური საბჯენი მოეწყობა.

„უსაფრთხოების მიზნით, უახლოეს დღეებში დამონტაჟდება მონიტორინგის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დამატებითი ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდებას, რის შემდეგაც იქნება შესაძლებლობა მეწყრული ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მეწყრულ ზონაში შექმნილი ვითარების შესწავლის პროცესში ქართველ სპეციალისტებთან ერთად გერმანელი ინჟინერ–გეოლოგების ჯგუფია ჩართული.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მერია ახორციელებს მაჭავარიანი-გელოვანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას. გარდა ამისა, მაჭავარიანის გზის გასწვრივ და ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსების აქტიური მშენებლობა მიმდინარეობს.

„თავზე ბომბი გვადგას“: ვაშლიჯვრის მოსახლეობა ალტერნატიულ საცხოვრებელს ითხოვს>>

მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გაურკვეველი ვადით ორმხრივად შეიზღუდა.

თემები:
თბილისი დღეს (1973)

მთავარი თემები