02:59 12 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1656
  • 100 RUB4.6357
  • USD3.4271
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1996)
70 0 0

დედაქალაქის მერის განცხადებით,  ბოლო წლების განმავლობაში რეკრეაციული სივრცეების მოწყობის თვალსაზრისით თბილისში ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა.

თბილისი, 17 მარტი – Sputnik. ვარკეთილის ხევში პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

ვაკის პარკი იკეტება: რას გეგმავს მერია>>

კალაძის ინფორმაციით, ტერიტორია სამ ჰექტარს მოიცავს. პარკი ყველა ასაკობრივ ჯგუფზეა გათვლილი. ამასთან სივრცე სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

„ტერიტორიაზე მოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები საჩრდილობლებით, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის განკუთვნილი საბავშვო მოედნები ატრაქციონებით, სპორტული და სავარჯიშო მოედნები, ღია ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ-პარკი, გადმოსახედი ბაქანი. განახლდება არსებული საფეხმავლო ხიდი, ველობილიკი“, – განაცხადა კალაძემ.

მერმა მადლობა გადაუხადა მერიის სამსახურებსა და გამგეობებს რეკრეაციული სივრცეების მოწყობის სამუშაოებში აქტიური ჩართულობისთვის. მისი განცხადებით, სამომავლოდ დედაქალაქში რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე უნდა შეიქმნას.

„კიდევ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე, მეტი რეკრეაცია შევქმნათ, რათა ქალაქმა ისუნთქოს და შევაჩეროთ ეს ჩაბეტონების ტენდენცია, რაც იყო წლების განმავლობაში“, – განაცხადა კალაძემ.

მერის თქმით, დედაქალაქის მთავრობა მიესალმება მშენებლობებს, თუმცა იმ პროექტების ფარგლებში, რომლებიც ხორციელდება დედაქალაქში, მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული მწვანე სივრცეების მოწესრიგება.

„ეს მიდგომები, რომ აუცილებელია მშენებლობების დროს რეკრეაციული სივრცეების არსებობა და დენდროლოგიური პროექტების შეთანხმება, ჩვენი ურბანული და არქიტექტურის სამსახურების მხრიდან პირდაპირ არის გაწერილი მოთხოვნებში, რეგულაციების დონეზე. ამ ყველაფრის გარეშე მშენებლობები მიუღებელია“, – აღნიშნა კალაძემ.

კალაძის ინფორმაციით, ვარკეთილის ხევის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2021 წლის ოქტომბრის თვეში იგეგმება.

თემები:
თბილისი დღეს (1996)

მთავარი თემები