მერია: თბილისის ქუჩებში დღეს 200 ტონამდე ტექნიკური მარილი დაიყარა

© Sputnik / Viktor Kaminskyთოვლი თბილისის ქუჩებში
თოვლი თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
გამოწერა
მერიის განცხადებით, დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო, ავტოტრანსპორტით შეუფერხებლად გადაადგილებისათვის გზის გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

თბილისი, 24 თებერვალი - Sputnik. თბილისის ქუჩებსა და დედაქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება, ნათქვამია თბილისის მერიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მერიის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში „თბილსერვის ჯგუფმა“ დღეს დაახლოებით 200 ტონა ტექნიკური მარილი დაყარა.

კერძოდ, ამ ეტაპზე, ტექნიკური მარილი დაყრილია: სამადლოში, ბეთანიაში, წყნეთში, ტაბახმელაში, ოქროყანაში, კიკეთში, კოჯორში, სოფელ დიდგორსა და მუხათგვერდში. ასევე, სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული სოფელ ლილოსა და აეროპორტის დასახლებაში. იწმინდება, დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები და შიდასაუბნო გზებიც, აცხადებენ მერიაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0