თბილისის ცენტრში ისტორიულ პანოს აღადგენენ

© photo: courtesy of Tbilisi city Hall პანო თბილისში
პანო თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
გამოწერა
ადგილობრივმა მცხოვრებლებმა და აქტივისტებმა ისტორიული პანოს აღდგენაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.

თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. მელიქიშვილისა და ჯანაშიას ქუჩების კვეთაზე ფერადი პანო გარემონტდება და განახლდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მერის განცხადებით, მოზაიკა, რომელზეც ამოტვიფრულია ფრაგმენტი ილიას ლექსიდან, ძალზე ცუდ მდგომარეობაშია. ამასთან, ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ მონაწილეობა მიიღოს პანოს აღდგენაში, აღნიშნა კალაძემ.

  • „ადგილობრივი მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფმა გამოთქვა შეძლებისდაგვარად ჩართულობის მზაობა, რომ მოხდეს ამ ყველაფრის მოწესრიგება. მინდა, ყველა ადამიანს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ზრუნავენ ჩვენს ქალაქზე და რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ასეთი აქტიური ადამიანების ჩართულობა“, – განაცხადა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.

პანოზე მოთავსებულია ილია ჭავჭავაძის სიტყვები ლექსიდან „ქართვლის დედა":

დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება:

ისე აღზარდე შენ შვილის სული,

რომ წინ გაუძღვეს ჭეშმარიტება,

უკან ჰრჩეს კვალი განათლებული.

ყველა ახალი ამბავი
0