11:21 02 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0101
  • 100 RUB4.4917
  • USD3.3268
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (333)
69 0 0

დედაქალაქის გამგეობები მზად არიან, დაზარალებულ ოჯახებს, შესაძლებლობის ფარგლებში, შესაბამისი დახმარება აღმოუჩინონ, აღნიშნა თბილისის მერმა.

თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. ძლიერმა ქარმა თბილისის სხვადასხვა რაიონში გუშინ გარკვეული პრობლემები შექმნა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ სხდომაზე.

კალაძის თქმით, ქარმა განსაკუთრებით საბურთალოს, გლდანისა და ნაძალადევის რაიონები დააზარალა.

„პრობლემები შეიქმნა იმ თვალსაზრისით, რომ ქარმა გარკვეულ ლოკაციებზე სახლებს სახურავები გადახადა, იყო ხეების წაქცევის ძალიან ბევრი შემთხვევა. ასევე რამდენიმე ადგილზე ავარიულ სახლებში, სადაც, საბედნიეროდ, არავინ ცხოვრობდა, კედლის ჩამოშლის შემთხვევები დაფიქსირდა“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

მერმა მადლობა გადაუხადა თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებსა და გამგეობებს, რომლებიც საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ თბილისში შექმნილი რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით.

კალაძის თქმით, დედაქალაქის ათივე რაიონის გამგეობის თანამშრომლები შემთხვევის ადგილებზე იმყოფებიან და მიმდინარეობს ქარისგან მიყენებული ზარალის დათვლა. 

საქართველოს დედაქალაქში უამინდობა 26 თებერვლამდე გაგრძელდება. სინოპტიკოსები დედაქალაქში ოთხშაბათს თოვლჭყაპს, ხუთშაბათს კი თოვლსა და ნისლს პროგნოზირებენ. 

 

თემები:
თბილისის მერია (333)

მთავარი თემები