12:51 15 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1177
  • 100 RUB4.5431
  • USD3.4432
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
45 0 0

ეკოაქტივისტებმა ერთხელ უკვე დაიცვეს ვაკის პარკის ტერიტორიაზე და არ დაუშვეს მრავალსართულიანი შენობის მშენებლობა

თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. ვაკის პარკის განახლების პროექტის შესაძლო ცვლილება ეკოაქტივისტებმა გააპროტესტეს.

ბოლო დღეებში გავრცელდა ხმები, თითქოს პარკში ყოფილი რესტორნის ტერიტორიაზე შესაძლო ცვლილებები იგეგმება. 2013 წელს გარემოს დამცველებმა დაიცვეს ეს ტერიტორია და არ დაუშვეს მრავალსართულიანი შენობის მშენებლობა.

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ რესტორნის ტერიტორია შეუერთონ პარკის ტერიტორიას. მერიამ პარკის რეაბილიტაცია დაიწყო, მაგრამ ტერიტორია არ დაუბრუნებიათ“, - განაცხადა საზოგადოების „პარტიზანული მებაღეობა თბილისში“ წევრმა ნატა ფერაძემ.

მონაწილეებმა აქციაზე სიმბოლურად კენჭო უყარეს პროექტს და პირობა დადეს, რომ ტერიტორიას ბოლომდე დაიცავენ.  

2021 წელს თბილისის მერიამ პარკის განახლების პროექტი წამოიწყო. პროექტის თანახმად, პარკი აქტიური და პასიური დასვენების ზონებად გაიყოფა, აქ გაჩნდება საპიკნიკე ზონა, ადგილები შინაური ცხოველების გასეირნებისთვის, სამაგიდო თამაშების ზონა, ტრენაჟორები და საბავშვო ატრაქციონები.

მერია ასევე გეგმავს პარკის ბილიკების საფარის განახლებას (მას წითელ ფერს შეუნარჩუნებენ) და ველობილიკების გაკეთებას.

პარკის ცენტრალურ ნაწილში ისტორიულ მოტივებზე დამზადებული სკამები და სანათები დამონტაჟდება, აღდგება და გარემონტდება შადრევნები, კუს ტბისკენ მიმავალი ბილიკებიც მოეწყობა.

მერია აცხადებს, რომ რემონტის შემდეგ პარკის ვიზუალური მხარე შენარჩუნდება.

პარკის სარემონტო სამუშაოები 2021 წლის განმავლობაში განხორციელდება და ბიუჯეტს 19,9 მილიონი ლარი დაუჯდება.

ვაკის პარკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ის 1946 წელს გაშენდა, ხოლო 2017 წელს გაფართოვდა.

მთავარი თემები