00:57 09 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1918)
81 0 0

ახალი, ორკილომეტრნახევრიანი სიგრძის ბეტონის საფარიანი საავტომობილო გზა ოპერატიული მართვის ცენტრის, 112-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან მარშალ გელოვანის გამზირს კოლეჯ „იკაროსის“ მიმდებარედ დაუკავშირდება.

თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

თბილისის მერი კახა კალაძე გზის მშენებლობის პროცესს გაეცნო. მისი განცხადებით, გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დედაქალაქისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტს წარმოადგენს.

„პროექტის ფარგლებში მთლიანად იცვლება წყლის ცენტრალური მაგისტრალური მილები. კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერმა“ ახალი, მაღალი წნევის მილები დაამონტაჟა. რა თქმა უნდა, გარკვეული დისკომფორტი შეიქმნა გზაზე მოძრაობის კუთხით, მაგრამ ყველაფერი კეთდება ფუნდამენტურად, მილსადენების გამოცვლით ისე, რომ ათეულ წლებს გაუძლოს“, - განაცხადა კალაძემ.

პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ოთხზოლიანი ამსვლელ-ჩამომსვლელი გზა მოეწყობა, ასევე, გათვალისწინებულია საყრდენი კედლების, წყალამრიდების და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარე განათების ქსელის მოწყობა.

გზის მშენებლობის სამუშაოების პარალელურად, ამ დროისთვის მიმდინარეობს  საპროექტო არეალში არსებული სტრატეგიული დანიშნულების წყალსადენის მილების ახალი ტრაექტორიით განთავსება. კერძოდ, საავტომობილო გზის გასწვრივ, ახლადმოწყობილი წყალსადენის 900, 1000 და 1200 მმ-იანი დიამეტრის მილები მოქმედ მილსადენებზე ერთდება.

თემები:
თბილისი დღეს (1918)

მთავარი თემები