ლოტკინზე ახალი დასასვენებელი სივრცე მოეწყო

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისის მერია აქტიურად განაგრძობს დედაქალაქში სკვერებისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას.

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. ლოტკინზე, კიშინიოვის ქუჩაზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

კიკვიძის პარკი - Sputnik საქართველო
თბილისში კიკვიძის განახლებული პარკი გაიხსნა

ლოტკინზე ახალი რეკრეაციული სივრცე დაახლოებით 6 ათასამდე კვადრატულ მეტრზეა მოწყობილი, სადაც დაირგო ახალი ხე-მცენარეები, განთავსდა მოედნები ტრიბუნებით – როგორც ფეხბურთის, ასევე კალათბურთის.

გარდა ამისა, ადგილზე მოეწყო ველობილიკები, ქვიშის მოედანი, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონი და დასასვენებელი პავილიონი.

როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისის მერია მომავალშიც იზრუნებს, რომ ქალაქში ბევრი მწვანე სივრცე იყოს, რათა არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

„თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება ახალ პარკებთან, სკვერებთან მიმართებით. ესეც ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომ რაც შეიძლება ბევრი რეკრეაციული სივრცე შევქმნათ ქალაქში. ნამდვილად სასიამოვნოა ის, რომ საპარკო კულტურა შემოდის. ზამთრის პერიოდია, მაგრამ უამრავი ადამიანია პარკებში. უამრავი ადამიანი ასეირნებს შვილებს, ვარჯიშობს“, – ამბობს კალაძე.

ამასთან, თბილისის მერმა ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

თბილისის მერია ბუკიას ბაღის რეაბილიტაციას გეგმავს>>

მისი თქმით, მერია ყველაფერს აკეთებს არსებული პარკების, სკვერების რეაბილიტაციის თვალსაზრისით, რომ რაც შეიძლება ბევრი მწვანე სივრცე იყოს დედაქალაქში.

 

ყველა ახალი ამბავი
0