მაჭავარიანის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდება: რას გეგმავს მერია

გამოწერა
თბილისის მერია მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას განაგრძობს.

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო 20 იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, იუწყება თბილისის  მერია. 

საბურთალის რაიონი - Sputnik საქართველო
ლისის ტბა მარშალ გელოვანის გამზირს ახალი გზით დაუკავშირდება

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით კომპანია „ბლექ სი გრუპი“ მაგისტრალური წყალსადენის კვანძების მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს.

„ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის („112“) შენობიდან ვაშლიჯვრის მიმართულებით BP-ს ბენზინგასამართ სადგურამდე საგზაო მონაკვეთში იმოქმედებს“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

მაჭავარიანის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად, ნუცუბიძის პლატოდან ვაშლიჯვრის მიმართულებით, აცხადებენ უწყებაში.

თბილისის მერია ვაკე-საბურთალოს რაიონში ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობას ახორციელებს.

პროექტის თანახმად, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის („112“) მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა" და „მათე მოტორსის" ყოფილ შენობას შორის გაივლის და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. ბეტონის ახალი გზა ოთხზოლიანი იქნება.

მოეწყობა საყრდენი კედლები და წყალამრიდები, დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქსელი.

საბურთალოს რაიონში ახალი გზის მშენებლობა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო. პროექტის ღირებულება 15 მილიონი ლარია.

 

ყველა ახალი ამბავი
0