საუკეთესოთა ტოპ-50-ში თბილისი მეორეა: საერთაშორისო პლატფორმამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა

© Sputnik / Viktor Kaminskyთბილისი შებინდებისას
თბილისი შებინდებისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან ჩამონათვალში შესულია სანქტ–პეტერბურგი - მე–12 პოზიციაზე, და ასევე სტამბული, რომელსაც მე–13 ადგილი ერგო

თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. ნებისმიერი მოგზაური, რომელიც თბილისში სტუმრობას მოისურვებს, აუცილებლად აღმოაჩენს იქ უამრავ მისთვის საინტერესოს – დაწყებული კულინარიით, დასრულებული დიდი და რთული ისტორიით, წერს საერთაშორისო სამოგზაურო პლატფორმა Big 7 Travel–ი.

ტურისტები თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
ტოპ–6 ტურისტული ქვეყანა ქართველებისთვის: საზღვრის გადაკვეთის წესები პანდემიის პირობებში

პლატფორმა აქვეყნებს 50 საუკეთესო ტურისტული მიმართულების ქვეყნის ჩამონათვალს, სადაც თბილისი მეორე პოზიციაზეა განთავსებული.

საქართველოს დედაქალაქის შესახებ განმარტებაში ნათქვამია, რომ  ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისმა დიდი ნაბიჯები გადადგა ციფრული ტექნოლოგიების სფეროში, შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მარტივად შეუძლიათ დისტანციურად მუშაობა.

„ბოლო წლებში თბილისმა ციფრულ სამოგზაურო სამყაროში დიდი ნაბიჯი გადადგა. კავკასიის რეგიონის გამორჩეულ დედაქალაქს სტუმრებისთვის უამრავი კულტურული შეთავაზება აქვს: მრავალფეროვანი კერძებით დაწყებული დიდი და რთული ისტორიით დასრულებული. აქ ყველა ნახავს რაიმე მისთვის საინტერესოს... პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველომ დისტანციურად მომუშავეებისთვის სპეციალური პროგრამაც მოამზადა“, — ნათქვამია გამოცემის სტატიაში.

ტოპ 50–ის სიაში პირველ ადგილზე ესტონეთის დედაქალაქი ტალინია, მესამეზე კი ბელგრადი (სერბეთი).

აღსანიშნავია, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან ჩამონათვალში შესულია სანქტ–პეტერბურგი (რუსეთი) , რომელიც მე–12 პოზიციაზეა განთავსებული, და ასევე სტამბული (თურქეთი), რომელსაც მე–13 ადგილი ერგო.

 

ყველა ახალი ამბავი
0