თბილისის მერიის დახმარების პროგრამები 2021 წელს - რა უნდა იცოდეთ

© Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსის ეპიდემია თბილისში
კორონავირუსის ეპიდემია თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელებმა სოციალურ პროგრამაში ჩასართავად უნდა მიმართონ ქალაქის მერიას ან რაიონულ ადმინისტრაციებს

თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. თბილისის მერიამ სოციალური დახმარების პროგრამებზე 134,1 მილიონი ლარი გამოყო, ნათქვამია დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც საკრებულომ დაამტკიცა.

აფთიაქი - Sputnik საქართველო
გახარია: მედიკამენტებზე ფასები უნდა შემცირდეს

დედაქალაქის მერია ქალაქის მცხოვრებთათვის უამრავ სოციალურ პროგრამას აფინანსებს, მათ შორის პირდაპირ ფინანსურ დახმარებას უწევს. ასეთი პროგრამების ძირითადი აქცენტი გაკეთებულია ქალაქის ყველაზე შეჭირვებულ ფენაზე - სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე.

თბილისში „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“  200 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული ოჯახები მერიისგან კომუნალურ სუბსიდიას მიიღებენ. ხოლო 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრირებულ მრავალშვილიან ოჯახებს (3 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი), 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე მერია ყოველთვიურად 50 ლარს გადაუხდის.

მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახების 18 წლამდე ასაკის შვილებისთვის მერია დააფინანსებს სწავლების ღირებულებას მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, ხელოვნების სკოლებში, სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში. გარდა ამისა, ერთჯერადი დახმარება გაიცემა ახალდაბადებულ ბავშვზე (პირველ და მეორე ახალშობილზე - 500 ლარი, მე-3 ახალშობილზე - 800 ლარი, მე-4 ახალშობილზე - 1000 ლარი, მე-5 და ყოველ შემდეგ ახალშობილზე - 1500 ლარი).

ყველაზე შეჭირვებულ ოჯახებს მერია უზრუნველყოფს უფასო სასადილოებით და შეღავათებით ტრანსპორტზე.

ასაკოვანი ადამიანები - Sputnik საქართველო
თბილისის მერია სოციალურად დაუცველ მოხუცებს საკვები პროდუქტებით მოამარაგებს

თბილისის მერია ასევე იზრუნებს შშმ ბავშვებსა და მოზარდებზე. მათ დაუფინანსებენ სხვადასხვა კურორტებზე დასვენებას. პროგრამა ხორციელდება ვაუჩერული პრინციპით, რომლის ფარგლებშიც მოსარგებლეები თავად აირჩევენ მომსახურების მიმწოდებელს.

მერია ასევე ზრუნავს ხანდაზმულებზე. 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის გათვალისწინებულია ერთჯერადი დახმარება.

გარდა ამისა, რაიონული ადმინისტრაციები ადგილებზე ეხმარებიან მოქალაქეებს სამედიცინო და ყოფითი პრობლემებიც გადაჭრაში, ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში - დახმარება გულისხმობს ფულად თანხებს, პროდუქტებს და ტანსაცმელს. ასევე რაიონული ადმინისტრაციები დაკრძალვის ხარჯების აფინანსებენ.

თბილისის საკრებულო მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმარება >>

სათანადო განაცხადის შემთხვევაში მერია ეხმარება შშმ პირებს და უძლურ ხანდაზმულებს. აქ იგულისხმება შინმოვლის თანადაფინანსება, რაც ითვალისწინებს ჯანმრთელობაზე ზრუნვას (პრევენცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, მონიტორინგი), მათი დამოუკიდებლობის და დაკარგული უნარ–ჩვევების შენარჩუნება/აღდგენას, რესურსებისა და უნარების გამოვლენას და ფსიქო–სოციალური დახმარებას, ასევე ბენეფიციართა პერსონალურ მოვლას, საექიმო და საექთნო მომსახურებას, დახმარებას ყოველდღიურ საქმიანობაში (საყიდლები, ბინის დალაგება, ჭურჭლის და სარეცხის გარეცხვა, საკვების მომზადება), სოციალურ-ტექნიკურ დახმარებას, მოვლისათვის საჭირო მასალებით უზრუნველყოფას.

ყველა ახალი ამბავი
0