02:26 18 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (307)
79 0 0

საბავშვო ბაღებიდან საახალწლო საჩუქრების გატანას აღსაზრდელების მშობლები ან მეურვეები დეკემბრის ბოლომდე შეძლებენ.

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. თბილისის მერია დედაქალაქის საბავშვო ბაღების აღსაზრდელების საახალწლო საჩუქრებისთვის დაახლოებით 430 ათას ლარს დახარჯავს, იუწყება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. 

თბილისში 185 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რომელშიც დაახლოებით 60 ათასი აღსაზრდელია რეგისტრირებული. ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო ამ ეტაპზე ყველა საბავშვო ბაღი დაკეტილია, თუმცა ბავშვები ტრადიციულ საახალწლო საჩუქრებს წელსაც მიიღებენ.

ტენდერში, რომელიც თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტომ გამოაცხადა, კომპანია „ბარამბომ“ გაიმარჯვა.

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან დაახლოებით 430 ათასი ლარი გამოიყოფა. ერთი შეკვრა ტკბილეულის ღირებულება 7,30 ლარია. შეკვრაში იქნება შოკოლადის ფილა, ხუთი სახეობის შოკოლადი, მინიმუმ ოთხი სახეობის კარამელის კანფეტები, ვაფლი და ა.შ.

მშობლები საახალწლო საჩუქრებს დეკემბრის ბოლომდე მიიღებენ იმ პროდუქტებთან ერთად, რასაც სააღმზრდელო პროცესის შეჩერების გამო თბილისის მერიის სოციალური პროექტის ფარგლებში გაზაფხულიდან იღებენ.

 

თემები:
თბილისის მერია (307)

მთავარი თემები