თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ოთხშაბათს შედარებით თბილი ამინდი ელოდებათ – ჰაერის ტემპერატურა პლუს 12 გრადუსამდე აიწევს.
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში ოთხშაბათს, 16 დეკემბერს ღრუბლიან ამინდს, დროგამოშვებით კი გამოდარებას პროგნოზირებენ.
მზე 08:21 საათზე ამოვა და 17:31 საათზე ჩავა.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 5, დღისით მაქსიმალური კი პლუს 12 გრადუსია ნავარაუდევი.
ქარის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი იქნება.
საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2,8 მილიონს აჭარბებს, გარდაიცვალა 69 ათასზე მეტი ადამიანი
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ მოქალაქეებისთვის 2021 წლის იანვრიდან კომპენსაციების ჩარიცხვა დაიწყო. პირები, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს, 1,2 ათასი ლარის ოდენობით ფულად დახმარებას მიიღებენ
მძღოლები სანაოსნო კომპანიებისგან ტარიფის გაზრდას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საქონელს აღარ გადმოტვირთავენ და აქციებს გააგრძელებენ
sputnikgeorgia
თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ Sputnik-ის შეტყობინებები