„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 14 დეკემბერს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 14 დეკემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქსნის და ჩარგლის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საფელი გლდანის, ავშნის, ნუშის, ავეტიკ ისაკიანის და ფირცხალავას ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ლიხაურის, დოლიძის, ბალანჩივაძის, სიმონ ჩიქოვანის და კიტა ბუაჩიძის ქუჩების მოსახლეობას.

12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კანდელაკის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის და სესილი თაყაიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0