საავტომობილო მოძრაობის ნაწილობრივი შეზღუდვა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე 5 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით მერიის მიერ დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.
თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. გორგასლის მოედნიდან 300 არაგველის ხიდამდე მოძრაობა 5 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით ნაწილობრივ შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებია, რომლებსაც თბილისის მერია კრწანისის რაიონში, გორგასალის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებს.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში პეტრე ბაგრატიონის ძეგლიდან გულიას ქუჩის მიმართულებით, 300 არაგველის ხიდამდე გზის რეაბილიტაცია ჩატარდება და ასფალტის საფარი დაიგება.
დავით ზალკალიანმა და არანჩა გონზალეს ლაიამ საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს, მაგრამ მთავარი თემა იყო მსოფლიო საზოგადოების ბრძოლა ისეთ გლობალურ გამოწვევასთან, როგორიცაა კორონავირუსის პანდემია