თბილისის მერია სოციალურად დაუცველ მოხუცებს საკვები პროდუქტებით მოამარაგებს

© Sputnik / STRINGER ასაკოვანი ადამიანები
ასაკოვანი ადამიანები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მერის განცხადებით, ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, ჩაერთოს წამოწყებაში და დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებსაც არა აქვთ შესაძლებლობა, გამოვიდნენ და შეიძინონ საკვები პროდუქტები

თბილისი, 27 ნოემბერი  - Sputnik. ჩვენ გამოვნახეთ საშუალება, გამოიყოფა ნახევარი მილიონი ლარი, რათა დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ საკვები პროდუქტებით სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღე გამართულ  ბრიფინგზე.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ხვალიდან დიდ ქალაქებში შეზღუდვები ამოქმედდება და ამ დროს მნიშვნელოვანია, ადამიანები ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს  გაუფრთხილდნენ.

საბავშვო ბაღის სასადილო - Sputnik საქართველო
თბილისის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების დარიგება გრძელდება

კალაძის განცხადებით, პანდემიის პირველი ტალღის დროს, ზუსტად ასეთი მიდგომებით ბევრ ოჯახს დაეხმარნენ. კერძოდ, შეიქმნება სპეციალურ პლატფორმა, სადაც ყველა ადამიანს,  ბიზნეს-სექტორის წარმომადგენელებს ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთონ  წამოწყებაში.

„ანალოგიურად იქნება ეს პლატფორმა და მომდევნო დღეების განმავლობაში წინასაახალწლოდ ჩვენ უზრუნველვყოფთ საკვები პროდუქტების მიტანას კონკრეტულად ამ მოხუცებისათვის, რომლებიც შედიან რისკ–ჯგუფებში და მათ არა აქვთ შესაძლებლობა, გამოვიდნენ და შეიძინონ საკვები პროდუქტები“, - აღნიშნა მერმა.

ახალი შეზღუდვების სრული სია: რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა>>

მისი თქმით, ბიზნეს-სექტორი უკვე გამოთქვამს მზადყოფნას ამ პროცესში ჩასართავად და დასახმარებლად.

„მინდა, მოვუწოდო გამგეობებსა და გამგეობის ყველა თანამშრომელს, ვისაც ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არა აქვთ, წესების სრული დაცვით, დავიწყოთ ამ პროგრამის განხორციელება და მოვახდინოთ საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა იმ ოჯახებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
პრემიერი: პირველ რიგში გავუფრთხილდეთ რისკ-ჯგუფებს, მოხუცებს...

მერის ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ლარი  მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.

სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში ინფიცირების ბუმი დაიწყო – კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიურმა ზრდამ ბოლო დღეებში 4 ათასს მიაღწია, დღეს კი რეკორდული მაჩვენებელი - 4780 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის თბილისში – 1863. ბოლო მონაცემებით,  ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 123 470-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 102 270ადამიანი, გარდაიცვალა – 1 161.

ხუთშაბათს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა კორონავირუსთან ბრძოლის ორთვიანი გეგმა, რომლის თანახმად ამ პერიოდში ქვეყანაში რიგი შეზღუდვები იმოქმედებს.

ყველა ახალი ამბავი
0