მერია თბილისის ზღვის მიმდებარედ დენდროლოგიური პარკის გაშენებას გეგმავს

© Sputnik / Vladimir Umikashviliდენდროლოგიური პარკი შეკვეთილში
დენდროლოგიური პარკი შეკვეთილში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტი ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება. მასზე მუშაობა მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო და 2021 წლის მარტში დასრულდება.

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. თბილისის ზღვის მიმდებარედ დენდროლოგიური პარკის გაშენებასა და პროექტირებასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიამ მოქალაქეებთან საჯარო შეხვედრა გამართა, იუწყება „პირველი არხი“.

შეხვედრა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით მიმდინარე „თბილისის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

თბილისის ახალი ცენტრალური პარკის მშენებლობის პროექტის პრეზენტაცია - Sputnik საქართველო
თბილისის ცენტრალური პარკის მშენებლობა იწყება

თბილისის მერია ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 162 ათას ჰექტარზე დენდროლოგიური პარკის გაშენებას გეგმავს.

მერიის წარმომადგენლებმა დისკუსიის ფორმატში, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოსახლეობასთან თანამშრომლობით, თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირებისა და რეაბილიტაციის ინიციატივები განიხილეს.

„თბილისის მუნიციპალიტეტი იწყებს ახალ პროგრამას, რომლის მიზანია მოქალაქეების მეტი ჩართულობა პარკების დაგეგმარებაში და მწვანე სივრცეების შექმნაში. იქნება სხვადასხვა ზონირება, განსხვავებული ტიპის აქტივობები და საბოლოო პროექტი გვაჩვენებს, რა ფუნქციონალი ექნება პარკს”, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ.

პროექტი ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება და აღნიშნული პროექტისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 980 მლნ ლარია გამოყოფილი. პროექტზე მუშაობა მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო და 2021 წლის მარტში დასრულდება, შემდეგ კი ტენდერი გამოცხადდება პროექტის განხორციელებაზე.

ყველა ახალი ამბავი
0