ყველაფრის მიუხედავად, თბილისს საახალწლო ილუმინაცია ექნება – კალაძე

© Sputnik / Alexander Imedashviliსაახალწლო ილუმინაცია
საახალწლო ილუმინაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ ასეთ რთულ ეპიდვითარებაშიც კი ის თბილისელებს ტრადიციულ განწყობას არ მოაკლებს.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. თბილისში საახალწლო დღესასწაულები კორონავირუსის გამო წელს ისეთი არ იქნება, როგორც წინა წლებში, განაცხადა ვიდეომიმართვაში თბილისის მერმა კახა კალაძემ.

კონკრეტულად საახალწლო ღონისძიებების შესახებ, როგორც კალაძემ აღნიშნა, მოგვიანებით ისაუბრებს, თუმცა აღნიშნა, რომ ისინი ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდსიტუაციის გამო უჩვეულო ფორმატში გაიმართება

საახალწლო განათების მონტაჟი - Sputnik საქართველო
დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციის მონტაჟი დაიწყო

„მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩვენი ქალაქი იქნება ყველაზე მაგარი – მოწესრიგებული, გალამაზებული, განათებული, მოწესრიგებული ინფრასტრუქტირით და განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით“, – განაცხადა მერმა.

კალაძემ ოპონენტების კრიტიკასაც უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ საახალწლო განათებების ფული მერიის სოციალური პროგრამებიდან იყო ჩამოჭრილი.

მან აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში ჯანდაცვისთვის და სოციალური პროგრამებისთვის გათვალისწინებული ფინანსები ხელშეუხებელია.

თბილისს კიდევ ერთი რეაბილიტირებული სივრცე შეემატა>>

„ძალიან ბევრი იწერება, რომ იმ თანხებით, რაც, ვთქვათ, იხარჯება საახალწლო განათებებში, დავეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ერთადერთი მიმართულება ამ რთულ ვითარებაში, ამ პანდემიის პირობებში, რასაც ჩვენ არ შევხებივართ, იყო ზუსტად ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებები“, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე თბილისელებს: ვაჩვენოთ სოლიდარობის ის ძალა, რაც ამ ქალაქს ყოველთვის გამოარჩევს

რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, დედაქალაქის მუნიციპალიტეტს გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების გადატანა და ზოგი პროექტის დაფინანსების შეჩერება მოუწია, მაგრამ ჯანდაცვის სფერო ხელშეუხებელი დარჩა, აღნიშნა კალაძემ.

ამას გარდა, ამ მიმართულებით იხარჯება ბიუჯეტის 30% – 350 მილიონი ლარი, განაცხადა თბილისის მერმა.

„არასდროს მითქვამს და არ მიყვარს ამაზე საუბარი, უამრავ ადამიანს ვეხმარებით, უამრავ პროგრამას ვაფინანსებთ, პირადად მე ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში ძალიან ბევრ ადამიანს ვეხმარები, და არა მხოლოდ მე და მუნიციპალიტეტი, არამედ სახელმწიფო, ცენტრალური ხელისუფლება... ასე რომ, ის, რაც გვაქვს დაგეგმილი – საახალწლოდ ქალაქი იყოს გალამაზებული... ბავშვებს გავულამაზოთ ახალი წლის დღეები, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა კალაძემ.

მერმა პირობა დადო, რომ „ქალაქი არასდროს ჩაბნელდება“, მით უმეტეს, საახალწლო დღეებში. კალაძის თქმით, წლის განმავლობაში ქალაქის განათებაზე 11-12 მილიონი ლარი იხარჯება.

„აღარ გადავიხადოთ ეს 12 მილიონი იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი ღამით ულამაზესი იყოს? მეგობრებო, დიდებო, პატარებო, თბილისელებო, დედაქალაქის სტუმრებო, გპირდებით, წელს საახალწლო თბილისი იქნება ისეთივე ლამაზი და სავსე სადღესასწაულო განწყობით, როგორც გასულ წლებში“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების მიუხედავად, ახალი წელი არის დღესასწაული, რომელსაც იმედი და სიხარული მოაქვს, აღნიშნა თბილისის მერმა.

„მომავალი ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ“ - კალაძემ ოპოზიციას მიმართა>>

„ვხედავთ, როგორ შეიცვალა სამყარო, ყველას შეგვეხო უხილავი მტერი, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია, მაგრამ რა ვქნათ, ჩავიქნიოთ ხელი, არ ვიფიქროთ მომავალზე? არ ვიბრძოლოთ უკეთესი და უსაფრთხო ხვალინდელი დღისთვის? ჩემი პასუხი მარტივია – თბილისი წელსაც მოირთვება საახალწლო ილუმინაციებით. ეს იქნება მოკრძალებული, მაგრამ იქნება ულამაზესი“, – განაცხადა კალაძემ.

მერი დარწმუნებულია, რომ მომავალი წელი იქნება გამარჯვების წელი, ქვეყანა შეძლებს გამოწვევების დაძლევას და თბილისი ისევ გახდება თავგადასავლების, აღმოჩენების, სიახლეების ადგილი.

ყველა ახალი ამბავი
0