დედაქალაქის გარეუბნებში გზებს თოვლისგან წმენდენ

© photo: Tbilservice Group / FBგზის გაწმენდა თოვლისგან
გზის გაწმენდა თოვლისგან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტერიტორიის გაწმენდისა და ტექნიკური მარილის დაყრის შემდეგ ქუჩებში ტრანსპორტის გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. „თბილსერვის ჯგუფი“ თბილისს შემოერთებული გარეუბნების ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. კომპანიის ტექნიკურმა ჯგუფმა უკვე 200 ტონამდე ტექნიკური მარილი დაყარა, იუწყება დედაქალაქის მერია.

უშბა - Sputnik საქართველო
ძლიერი ქარი, ნისლი და თოვლი: საქართველოში ამინდი გაუარესდება

მერიის ცნობით, ამ ეტაპზე ყველა შემოერთებულ ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და გზის გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

კომპანია მოქალაქეებს მიმართავს, პრობლემის არსებობის შემთხვევაში დარეკონ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22.

სინოპტიკოსები 20 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში ცივ ამინდს გვპირდებიან: მოსალოდნელია ნალექი, მათ შორის თოვლის სახით, ზოგან ქარბუქიც.

ყველა ახალი ამბავი
0