10:08 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1818)
66 0 0

გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 19 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, შინდისის და კრწანისის მოსახლეობას.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ანთიმოზ ივერიელის და ონაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის, სუხიშვილის, გუმათგესის, მოსტკოვის, ცისკარიშვილის, ენგურგესის, იდუმალის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, დავარის, ფატმანის, ვეფხისტყაოსნის, ოთხი ათასი მესხის და ასმათის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს V მიკრორაიონის, ძოწენიძის, გამრეკელის, ნუცუბიძის და გურიელის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

თემები:
თბილისი დღეს (1818)

მთავარი თემები