თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 18 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) და მუხრან მაჭავარიანის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, გიორგი გეგეჭკორის, მედეა ჩახავას, მარიკა ბარათაშვილის, ოთარ ლორთქიფანიძის, ოთარ ჩხეიძის და ონიაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბალანჩივაძის და მიცკევიჩის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხოშარაულის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარტყოფის, ნასაკირალის, ირბახის, იუსტინე აბულაძის და წურწუმიას ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.