რატომ არის რიგები მეტროს შესასვლელებთან – თბილისის მერია განმარტებას აკეთებს

© photo: Sputnik / Stringerმეტრო "ახმეტელის თეატრი"
მეტრო ახმეტელის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის მასშტაბით დღეისთვის ყველაზე მეტად გაუარესებული ეპიდვითარება თბილისშია – დედაქალაქში დღეს კორონავირუსის 1493 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. თბილისის მერიამ  პიკის საათებში მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ შესასვლელთან წარმოქმნილ მგზავრთა რიგებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იმ დროს, როცა ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ყოველდღიურად ხდება ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ განსაკუთრებული ღონისძიებების გატარება, თბილისის მერია საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით შესაბამის ზომებს მიმართავს. 

საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში - Sputnik საქართველო
თბილისში სატრანსპორტო შეზღუდვები ამოქმედდება

„ერთ-ერთი ასეთი ღონისძიებაა მეტროპოლიტენში მგზავრთა ნაკადების მართვა. შედეგად ხდება მეტროსადგურების შიგნით მგზავრთა ნაკადის განტვირთვა და რიგის მართვა გარეთ, ღია სივრცეში. შედეგად, ქვედა ვესტიბიულებში ნაკადი იკლებს და მცირდება ვირუსის გავრცელების რისკი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ანალოგიურად იმართებოდა დღეს რიგი დილით, პიკის საათის პერიოდში - მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ შესასვლელში რიგი ღია სივრცეში შეკავდა, ხოლო მეტროს ვესტიბიულში იყო სიხალვათე.

„მოვუწოდებთ მოსახლეობას, დაიცვან სოციალური დისტანცია როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, მეტროსადგურების შესასვლელებთან არსებულ ბარიერებში, რათა მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან ვირუსის გავრცელების რისკი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცენტრალური ხელისუფლება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებებს ახორციელებს. ქვეყნის მასშტაბით დღეისთვის ყველაზე მეტად გაუარესებული ეპიდვითარება თბილისშია.

13 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 73 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა. გარდაიცვალა 636.

ეპიდვითარების გაუარესების გამო, ქვეყანაში ახალი წერტილოვანი შეზღუდვები ამოქმედდა. 9 ნოემბრიდან საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში იკრძალება როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტის გადააადგილება.

ყველა ახალი ამბავი
0