03:21 29 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)
82 0 0

რუსთაველის გამზირზე, ყოფილი ფოსტის შენობიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია. ტრანსპორტის ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ.

თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. თბილისში, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქციის გამო დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში.

უწყების ცნობით, 14:00 საათიდან, ავტომანქანების მოძრაობა სრულად აიკრძალა რუსთაველის გამზირზე, ყოფილი ფოსტის შენობიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

ასევე, ტრანსპორტის ნაკადი ვერ გადაადგილდება რუსთაველის გამზირზე გამომავალ ვერც ერთ ქუჩაზე: ალექსანდრე ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, 9 აპრილის, ზაქარია ჭიჭინაძის, სულხან-საბას, ძმები ზუბალაშვილების (ნაწილობრივ), ინგოროყვას, ლესია უკრაინკას, მესხიას, რევაზ ლაღიძის, ვასო აბაშიძის, გია ჭანტურიას, არჩილ ჯორჯაძის და ანტონ ფურცელაძის ქუჩებზე. შესაბამისად, ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტებით მოძრაობენ.

ტრანსპორტის ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ. საჭიროების შემთხვევაში, მძღოლები პატრულ-ინსპექტორებისგან დამატებით ინსტრუქციას იღებენ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია არ აღიარებს და მის არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვს. ცესკოს მონაცემებით, პარლამენტში შვიდი პარტია და ორი ბლოკი შედის. თუმცა, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს დეპუტატობის მანდატებზე. ოპოზიცია ასევე უარს აცხადებს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე, რომელიც 17 ერთმანდატიან ოლქში უნდა გაიმართოს.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)

მთავარი თემები