კალაძე: ვარკეთილში ავარიულ სახლებში მცხოვრები მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავთ

© Sputnik / STRINGERერთ–ერთი ავარიული სახლი ვარკეთილში
ერთ–ერთი ავარიული სახლი ვარკეთილში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქის მერმა მოსახლეობას ურჩია, კონცეფციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე სამშენებლო კომპანიებთან ხელშეკრულებები არ გააფორმონ.

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. სამშენებლო კომპანიებს ვარკეთილის მესამე მასივის ავარიულ სახლებში მცხოვრები მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავთ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კერძოდ, კალაძის განმარტებით, სამშენებლო კომპანიები ვარკეთილის მესამე მასივის ავარიული სახლების მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს მერიის მიერ დაგეგმილი განაშენიანების კონცეფციის გვერდის ავლით აწარმოებენ.

„ისტორიული დღეა" - კალაძე თბილისის მომავალზე>>

კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქის მერიამ უკვე შეიმუშავა ვარკეთილის მესამე მასივის განაშენიანების კონცეფცია. ის საკრებულოში უახლოეს მომავალში გაიგზავნება, შემდეგ კი სამშენებლო სექტორთან კომუნიკაცია შედგება და კონკურსი გამოცხადდება.

„ხრუშჩოვკა - Sputnik საქართველო
თბილისის გარეუბანში მალე „ხრუშჩოვკებს" აიღებენ

„ვარკეთილის მესამე მასივში ყველაზე დიდი რაოდენობით არის განთავსებული მესამე და მეოთხე კლასის ავარიული შენობები, რამდენიმე მეხუთე კლასიც არის. ჩვენ დავდეთ ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს კონკრეტული არეალები და რა უნდა აშენდეს ამ ავარიული შენობა-ნაგებობების ნაცვლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მანამდე კი დედაქალაქის მერმა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ცრუ დაპირებებისგან.

„სამშენებლო კომპანიების მხრიდან პროექტების წინასწარ დატაცების მცდელობას აქვს ადგილი. პირველ რიგში, მინდა მოვუწოდო იმ ადამიანებს, რომლებიც ცრუ ინფორმაციისა და არასრული მონაცემების საფუძველზე იწყებენ მოლაპარაკებას და გარკვეულ დაპირებებს აძლევენ მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ ასეთი ქმედებისგან, ნუ აზარალებენ მთლიანად პროცესს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მოსახლეობას ურჩია, კონცეფციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე ხელშეკრულებები არ გააფორმონ.

ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როცა თბილისის მერობის კანდიდატი იყო, კახა კალაძემ განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ვარკეთილის მესამე მასივში „ხრუშჩოვკებს" ეტაპობრივად ჩაანაცვლებენ თანამედროვე შენობებით.

ყველა ახალი ამბავი
0