05:36 22 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.1869
  • USD3.2274
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2145)
92 0 0

დახურულ საჯარო სივრცეში, ტრანსპორტში ან ტაქსიში პირბადის გარეშე ყოფნა 20 ლარიანი ჯარიმით ისჯება, იურიდიული პირი კი პირბადის გარეშე ადამიანის დაშვებისთვის 500 ლარით ჯარიმდება

თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. საპატრულო პოლიცია COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით მეტროს სადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს განახორციელებს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

დახურულ საჯარო სივრცეში, ტრანსპორტში ან ტაქსიში პირბადის გარეშე ყოფნა 20 ლარიანი ჯარიმით ისჯება, იურიდიული პირი კი პირბადის გარეშე ადამიანის დაშვებისთვის 500 ლარით ჯარიმდება

„თბილისში არსებულ ყველა მეტროს სადგურთან მობილიზებული იქნებიან პატრულ-ინსპექტორები, რომლებიც მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მეტროს სადგურში შემსვლელი პირების მიერ პირბადეების გაკეთებას და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას გააკონტროლებენ“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე, შეძლებისდაგვარად დაიცვან დისტანცია და დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებებს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

2020 წლის 12 ივნისიდან 2020 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში, საქართველოში პირბადის ტარების წესის დარღვევის 9 884 შემთხვევა დაფიქსირდა,

სექტემბრის დასაწყისიდან  ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დღეღამური მაჩვენებელი იზრდება. ბოლო 24 საათში ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა –  919, გუშინ ეს მაჩვენებელი 680 იყო.

15 ოქტომბრის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 14440-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 7367 ადამიანი, გარდაიცვალა – 113, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5792, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1042 ადამიანი იმყოფება. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2145)

მთავარი თემები