თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 13 ოქტომბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის და წმინდა ბარბარეს ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.