თბილისში შეიძლება ზომები გამკაცრდეს: ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

© Sputnik / Vladimir Umikashviliპირბადიანი ძეგლები თბილისში
პირბადიანი ძეგლები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობამ შესაძლოა გარკვეული ზომები მიიღოს თბილისში შეზღუდვების გამკაცრებასთან დაკავშირებით, ამის მიზეზი ბოლო დროს ინფიცირების შემთხვევების განსაკუთრებული მატებაა

თბილისი, 11 ოქტომბერი - sputnik. გამომდინარე იქიდან, რომ თბილისში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, გამორიცხული არ არის, დედაქალაქში ზომები გამკაცრდეს, აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძე.

„ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ შესაძლებელია. ჩვენ ვხედავთ, რომ ზუსტად პირველ სექტემბრამდე გამკაცრებული ზომების პირობებში მატება თითქმის არ გვქონდა, ძალიან მცირე იყო, ახლა კი მატება არის“, — განახცადა ენდელაძემ.

მისი თქმით, სწორედ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო შეიძლება მიიღოს მთავრობამ გადაწყვეტილება თბილისში ზომების გამკაცრების შესახებ.

ტესტირება თბილისში - Sputnik საქართველო
კორონავირუსის ბოლო შემთხვევები რეგიონებში: ყველაზე მეტი ისევ თბილისშია

საქართველოში კორონავირუსის ინფექციის მატება ყოველდღიურად შეინიშნება. ბოლო 24 საათში 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 11 794-ს შეადგენს.

ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 208 პაციენტი და საერთო რაოდენობამ 6327-ს მიაღწია.ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში 5590 ადამიანი იმყოფება, სტაციონარებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 836 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 - სამხედრო მოსამსახურე.

ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0