„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 9 ოქტომბერს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 9 ოქტომბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მეფე მირიანის, პეტრე იბერის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, V, VII, VIII მიკრორაიონების და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0