13:16 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1791)
57 0 0

პარკი, რომელიც 36 ჰექტარ ფართობზე გაშენდება, 26 ზონად იქნება დაყოფილი და ის გათვლილია დასვენებისა და გართობის ყველა სახეობაზე.

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ერთ-ერთი ავტორი, კომპანია „სითი ინსტიტუტის“ დირექტორი მამუკა სალუქვაძე მიიჩნევს, რომ ცენტრალური პარკი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

ახალი ცენტრალური პარკი თბილისში ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე 36 ჰექტარ ფართობზე განთავსდება. ეს ტერიტორია დედაქალაქს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ფონდმა „ქართუმ“ უსასყიდლოდ გადასცეს.

სალუქვაძის განცხადებით, ცენტრალური პარკი გენგეგმის კონტექსტს კარგად მოერგება და პირდაპირ დაუკავშირდება განახლებულ „მზიურის“ პარკს, რაც ორ დიდ რეკრეაციულ ტერიტორიას კონცეპტუალურად გააერთიანებს.

„თბილისში, განსაკუთრებით კი მის განაშენიანებულ ნაწილში ძალიან მცირეა გამწვანებული და რეკრეაციული ტერიტორიების წილი. ის კატასტროფულად ჩამორჩება არა მხოლოდ ევროპის წამყვანი ქვეყნების, არამედ პოსტსაბჭოთა ქალაქების მაჩვენებელს. შესაბამისად, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობა, პირველ ყოვლისა, ამ ტერიტორიის გადარჩენის საბოლოო მესიჯია და, მეორე – მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ გადარჩება ტერიტორია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში კერძო საკუთრებაში იყო და მასზე მართლაც არაფერი აშენებულა, არამედ, როგორც აღვნიშნეთ, ცენტრალური პარკი გაშენდება“, – განუცხადა სალუქვაძემ ჟურნალისტებს.

კალაძე: ყოფილ იპოდრომთან საჩოგბურთო კორტები აღდგება>>

მისი თქმით, ეს იქნება ეკოლოგიური, რეკრეაციული, ჯანსაღი გარემო, რომელიც ძალიან სჭირდება თბილისს. ამავდროულად მან იმედი გამოთქვა, რომ შენარჩუნდება ის გარემო და ღია სივრცეები, სადაც ადამიანები ჯანმრთელობის გაკაჟებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას შეძლებენ.

„ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი იმ ერთიანი გამწვანებული სისტემისა, რომელიც შეიძლება „მზიურისა“ და იპოდრომის ტერიტორიის სახით მოვიაზროთ. გენგეგმის ამოცანაც სწორედ ესაა – შეიქმნას რაც შეიძლება მეტი ამგვარი გამწვანებული სივრცე. ჩვენ ვიცით, რომ დაწყებულია და მომზადებულია პროექტი ორ ახალ ლოკაციაზე – დიღმის ჭალებსა და თემქის ხევში. გენგეგმის ჯგუფი იმედოვნებს, რომ ამ პარკების მოსაწყობად კონკრეტული სამუშაოები მალე დაიწყება. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ გენგეგმა სიცოცხლისუნარიანია და მისი ძირითადი კონცეფციები მუშაობს, რაც, განხორციელების შემთხვევაში, ქალაქს განვითარების სრულიად ახალ, ევროპულ გზაზე გაიყვანს”, – განაცხადა სალუქვაძემ.

მასშტაბური პროექტი

წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ეს იქნება მულტიფუნქციური სივრცე, დაყოფილი 26 ზონად, სადაც გათვალისწინებულია ბოტანიკური ბაღი, იაპონური ბაღი, ფრანგული ბაღი, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ-პარკი, სასაზღვრო-სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, ზიპლაინი, სპორტის და კვების ზონა.

პარკის ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა ცხოველების სასეირნო სივრცე, პანორამული პლატფორმა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, სტრიტბოლის სივრცე, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის, ხოლო პარკის გარშემო მოეწყობა სამი ავტოსადგომი. პარკში დაიდგმება ცხენოსნის ქანდაკება, როგორც ამ ტერიტორიის სიმბოლო.

ახალი პარკის პროექტზე ჰოლანდიურმა კომპანიამ იმუშავა. პროექტი ბოლომდე დასრულებული არ არის, თუმცა ძირითადი პრინციპები და მიმართულებები დასახულია. პროექტის განხორციელება უახლოეს დროს დაიწყება. ფონდი „ქართუ“ პარკის მოსაწყობად რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს გამოყოფს.

თემები:
თბილისი დღეს (1791)

მთავარი თემები